LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა გაიკეთონ თუ არა ვაქცინა კოვიდგადატანილებმა – თენგიზ ცერცვაძის განმარტება

509
BeFunky-collage

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მსოფლიოში განსხვავებული შეხედულებებია იმასთან დაკავშირებით, უნდა გაიკეთონ თუ არა ვაქცინა კოვიდგადატანილებმა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, იქიდან გამომდინარე, რომ არ არიან დარწმუნებულები, რომ კოვიდგადატანილ ადამიანებს მყარი იმუნიტეტი აქვთ, ვარაუდობენ, რომ სჯობია ასეთმა ადამიანებმა მაინც გაიკეთონ ვაქცინა.

ვისაც ალერგია აქვს, არ უნდა შეშინდეს, ალერგიულ პაციენტებს ვაქცინაციაზე არ აქვთ წინაღობა: კულუმბეგოვი

“თვლიან, რომ ვაქცინით მიღებული იმუნიტეტი უფრო მყარი იყოს, ვიდრე გადატანილი. მაგრამ პოზიცია ასეთია – პირველ რიგში არ აიცრებიან. პირველი ორი დოზის შემოტანას რომ ველოდებით ახლა, ამით არ აიცრებიან კოვიდგადატანილები. როდესაც უკვე საკმარისი რაოდენობა შემოვა და მასიური ვაქცინაცია იქნება, მაშინ კოვიდგადატანილებიც აიცრებიან“.  – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ “იმედის” ეთერში.

ადამიანებს, რომლებიც ახლო კონტაქტის მიუხედავად არ ინფიცირდებიან, კორონავირუსის მიმართ თანდაყოლილი იმუნიტეტი აქვთ: ცერცვაძე

აქვე შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 17 ადამიანი ვირუსის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელდა 1 456.

285 ახალი შემთხვევა თბილისში, 34 კახეთში, 32 კი შიდა ქართლში გამოვლინდა – გადანაწილება რეგიონების მიხედვით

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები