LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უნდა გამოვიდეთ დღის წესრიგიდან, რომელშიც შეგვიყვანა რამდენიმე კოლეგამ, მეტი მუშაობაა საჭირო – დავით კირკიტაძე

89
davidkirkitaaa-e1608543244157-890x395-c

მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები დიდ იმედებს უკავშირებენ ოპოზიციას“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ NDI-ს კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მოსახლეობის განწყობამ ანახა, რომ მოქალაქეებს ბევრად მეტი მოლოდინი აქვს ოპოზიციის მიმართ, რაზეც მისი თქმით, ოპოზიციამ ადეკვატურად უნდა უპასუხოს მათ მოთხოვნებს.

„გულწრფელად ვიტყვი, რომ საქართველოს მოქალაქეებს ბევრად მეტი მოლოდინი აქვს ოპოზიციის მიმართ, რაზეც ოპოზიციამ ადეკვატურად უნდა უპასუხოს მათ მოთხოვნებს. ბუნებრივია დაინტერესებული ვარ, რომ ოპოზიცია უნდა იყოს უფრო მეტად აქტიური“,-განაცხადა დავით კირკიტაძემ.

რა გაირკვა NDI-ს ბოლო კვლევით

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა იმ პრობლემურ საკითხებზე, რომელიც NDI-ს კვლევის შედეგად გამოჩნდა. მისი თქმით, ამ მიმართულებით ოპოზიციის მხრიდან უფრო მეტი მუშაობაა საჭირო.

„მოქალაქეებს არ მოსწონს, რომ გაძვირდა ფასები, შემცირდა სამუშაო ადგილები, არის ინფლაცია – ეს არის მნიშვნელოვანი.

ჩვენ უნდა გამოვიდეთ დღის წესრიგიდან, რომელშიც შეგვიყვანა რამდენიმე კოლეგამ. უფრო მეტი მუშაობაა საჭირო“,-აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

გამოკითხულთა 76% მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, პარლამენტის საქმიანობაში ყველა არჩეულმა პარტიამ მონაწილეობა მიიღოს: NDI

„ფორტუნას“ კითხვას, NDI-ს კვლევის მიხედვით პოლიტიკური პარტიების რეიტინგებთან დაკავშირებით, რომლის თანახმად საზოგადოების  შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, „ქართული ოცნებაა“, მას გამოკითხულთა 31% აქვს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ 5%, ხომ არ ფიქრობს, რომ ასეთი მაჩვენებელი ოპოზიციაში არსებული დაპირისპირების შედეგიც შეიძლება იყოს, კირკიტაძემ  კვლევის პროცესის ჩატარებაში ეჭვი შეიტანა.

ეს ალიყური და გალაწუნება მიიღოს ოპოზიციამ – ირაკლი ზარქუა NDI-ს კვლევის შედეგებზე

“გამოკითხვის დროს, როდესაც მოსახლეობის 42% ამბობს, რომ ქვეყანა არ ვითარდება დემოკრატიულად, ამის შემდეგ სხვა კითხვებზე რთულია მოქალაქემ გიპასუხოს გულწრფელად, რაც გარკვეულწილად შუქ-ჩრდილს აყენებს ამ კვლევას“,- აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები