LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც ქართველი ერის ნების გამომხატველ არჩევნებს ევროკავშირის კონტროლის ქვეშ ჩაატარებს: მიხეილ სააკაშვილი

74
261407830_0_31_1400_819_1920x0_80_0_0_734107f6138c41d829b3df82093ebc7a

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, რომ უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც ქართველი ერის ნების გამომხატველ არჩევნებს ევროკავშირის კონტროლის ქვეშ ჩაატარებს.

ის მოუწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს, არ შემოიფარგლონ დღევანდელი აქციით.

„მოვუწოდებ ჩემს ყველა თანამებრძოლს და „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეს, ისევე როგორც ყველა პატრიოტს, არ შემოიფარგლოს დღევანდელი აქციით. ყველა, ვინც მოგვიწოდებს დაველოდოთ რაიმე წყალობას, ვინმეს იძულებას, პრაქტიკულად გვთხოვს მორიგ ჯერზე მოვიტყუოთ თავი.

ჩვენი ევროპული მომავლის ბედი ჩვენს ხელშია. ევროპამ მოგვცა დრო წლის ბოლომდე. იმისთვის, რომ მოხდეს დეოლიგარქიზაცია, ოლიგარქს მთავრობის სახით, მთავარი ინსტრუმენტი უნდა გამოეცალოს. უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც ქართველი ერის ნების გამომხატველ არჩევნებს ევროკავშირის კონტროლის ქვეშ ჩაატარებს“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები