LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა ვიცხოვროთ, გავერთოთ, შევქმნათ ეკონომიკა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ უფრო ფრთხილად, ვიდრე შარშან – თენგიზ ცერცვაძე

86
30200e8da8d62f781b34e72f50b2a28a

„შეზღუდვების მოხსნის შემდეგ არ უნდა გადავვარდეთ მეორე უკიდურესობაში. უნდა ვიცხოვროთ, გავერთოთ, შევქმნათ ეკონომიკა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ უფრო ფრთხილად, ვიდრე ეს იყო შარშან“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ “პირველ არხს” განუცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სანამ ვაქცინა მზად არ იქნება, საზოგადოება ხალხმრავალ შეკრებებს უნდა მოერიდოს.

საგანგებო ზომები და შეზღუდვები უნდა ჩაანაცვლოს თვითშეგნებამ და მაღალმა მოქალაქეობრივმა პასუხისმგებლობამ - თენგიზ ცერცვაძე

"2 თვის წინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ სუპერმარკეტში ან აფთიაქში დისტანცია დამეცვა და ისე შევსულიყავი. ახლა კი ვიცავთ ამ დისტანციას. აი, ეს უნდა გამოვიმუშაოთ..."

„უნდა გავაკეთოთ ერთი ბანალური რამ. ხანდახან ის რაც მარტივია, არის ყველაზე სწორი. ვიტყვი ბანალური რამეს: ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ის, რასაც ვაკეთებდით იძულებით, რადგან იყო საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში და მოსახლეობა ემორჩილებოდა ამ შეზღუდვებს. უკვე გვაქვს ჩვევაში პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება. აშკარად გაცილებით ხშირად ვიბანთ ხელებს, ამას ჩემს თანამშრომლებსაც ვამჩნევ. ასეთი ჩვევები უნდა გავაგრძელოთ ოფიციალური, საკანონმდებლო შეზღუდვების გარეშე. ვიდრე ვაქცინა ან პრეპარატი არ იქნება, მოვეშვათ ცოტა ხანი ხალხმრავალ ქელეხებს და 200-კაციან ღონისძიებებს, აქ არის გზა,”-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები