LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნიკალური აღმოჩენა: სუს-ის განცხადებით, ნაპოვნია მონეტა, რომელიც მოჭრილია დავით აღმაშენებლის მიერ

201
1

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს მეფის, დავით აღმაშენებლის პერიოდის ისტორიული მონეტა აღმოაჩინეს.

უწყების ინფორმაციით, ექსპერტიზით დადგინდა, რომ სპილენძისგან დამზადებული მონეტა მოჭრილია დავით მეოთხე აღმაშენებლის მიერ და არის ორიგინალი.

როგორც სუს-ში აცხადებენ, ისტორიული არტეფაქტი, დავით აღმაშენებლის პერიოდის მონეტა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოიღეს.

მონეტის ავთენტურობის დასადგენად ჩატარდა საექსპერტო კვლევა, რომელშიც ჩართულები იყვნენ სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” ექსპერტები და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერები.

“ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად დადგინდა, რომ სპილენძისგან დამზადებული მონეტა მოჭრილია დავით მეოთხე აღმაშენებლის მიერ და არის ორიგინალი. მონეტა არის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ღირებულების და მიეკუთვნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. მონეტის საბაზრო ღირებულება – შეუფასებელია.
დღემდე, მსოფლიო ისტორია იცნობდა საქართველოს მეფე დავით აღმაშენებლის მიერ მოჭრილ ერთადერთ უნიკალურ მონეტას, რომელიც დიდი ბრიტანეთის მუზეუმში, კერძოდ ლონდონშია დაცული.” – წერია ინფორმაციაში.

უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ სათანადო პირობებში შესანახად და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად მონეტა ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა, რათა მსოფლიოს მიეცეს შესაძლებლობა იხილოს საქართველოში პირველად აღმოჩენილი მე-12 საუკუნის საქართველოს ისტორიის ამსახველი არტეფაქტი.

“მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება და მონეტა წარმოადგენს ნივთმტკიცებას, როგორც განსაკუთრებული ისტორიული ფასეულობის კულტურული მემკვიდრეობა, სათანადო პირობებში შესანახად და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად იგი გადაეცემა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, რათა მსოფლიოს მიეცეს შესაძლებლობა იხილოს საქართველოში პირველად აღმოჩენილი მე-12 საუკუნის საქართველოს ისტორიის ამსახველი არტეფაქტი.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, ასევე ამოღებულია, ისტორიული, კულტურული და მეცნიერული ღირებულების მქონე სხვადასხვა არტეფაქტი, რომელთა საბაზრო ღირებულების დადგენა შეუძლებელია.

ამოღებულ არტეფაქტებს შორის არის – 12 ერთეული ბეჭედი, ბრინჯაოს გულსაკიდი ზანზალაკი, 6 ერთეული ორიგინალი ღილი, სხვადასვა პერიოდის მონეტა, აღნიშნული მონეტებიდან 3 ნივთი წარმოადგენს საბჭოთა პერიოდს (XX ს), 3 მონეტა თარიღდება XIII საუკუნით.

აღსანიშნავია XIII საუკუნით დათარიღებული მონეტები, კერძოდ მონღოლური წარმოშობის ვერცხლის მონეტა, ზედწერილით- „დიდი მონღოლი ულუს ბეგი“, ასევე სპილენძის მონეტა რუმის სელჩუკი, რომლის ერთ მხარეს შემორჩენილია არაბული ზედწერილის ფრაგმენტი.” – წერია სუსი-ს მიერ გავრცელებულ ინფირმაციაში.

უწყების ცნობითვე, მონეტასთან ერთად, სხვა აღმოჩენილი არტეფაქტებიც, ასევე, ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები