LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნივერსიტეტებში სტუდენტების ეტაპობრივი დაბრუნება 19 ოქტომბრიდან დაიწყება

71
ჯმნგბ

საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, უნივერსიტეტებში სტუდენტების ეტაპობრივი დაბრუნება 2020 წლის 19 ოქტომბრიდან დაიწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები პრაქტიკულ-ლაბორატორიულ მეცადინეობებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვით, არადისტანციურ რეჟიმში წარმართავენ.

უნივერსიტეტები უფლებამოსილი არიან, სასწავლო პროცესების სხვა კომპონენტები წარმართონ დისტანციურად. ასევე, აჭარის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები კვლავ დისტანციურ სწავლებას აგრძელებენ. გორში, თელავსა და ახალციხეში კი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.

განათლების მინისტრის, ნუნუ მიცკევიჩის თქმით, სტუდენტები ეტაპობრივად დაუბრუნდებიან სასწავლებლებს.

აუდიტორიებში სწავლა 19 ოქტომბერს დაიწყება – გადაწყვეტილება ძალაში რჩება

რაც შეეხება, განრიგებს და ცხრილებს, უნივერსიტეტები დამუშავებულ და გაწერ ცხრილებს, თავად მიაწვდიან ყველა სტუდენტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები