LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უპილოტო საფრენი აპარატები, მოტომსროლელი ბრიგადები და უახლესი ავტომატები – ოკუპირებულ აფხაზეთში, მე-7 რუსული სამხედრო ბაზის განახლებას იწყებენ

89
რუსული ბაზა გუდაუთაში

„ოკუპირებული აფხაზეთის გუდაუთის რაიონში მდებარე მე-7 რუსული სამხედრო ბაზის არსენალი მნიშვნელოვნად განახლდება,“ – ამის შესახებ რუსული გამოცემა – „Известия“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბაზა მიიღებს მოდერნიზებულ БМП-3-ებს დამატებითი დაცვითა და თანამედროვე უპილოტო საფრენ აპარატებს, მოტომსროლელი ბრიგადები კი, უახლესი ავტომატებით Ак-12 შეიარაღდებიან.

„ამ დროისთვის რუსული ბაზის მოტომსროლელებისთვის ძირითად სატრანსპორტო საშუალებას ბორბლებიანი ჯავშანტრანსპორტიორები БТР-82А წარმოადგენს.

მათთან შედარებით, მუხლუხოიანი БМП-3-ები ბევრად უფრო დაცულია და გაცილებით მძლავრად შეიარაღებულიც: 30 მმ-იანი ავტომატური ზარბაზნისა და ტყვიამფრქვევის გარდა, ისინი აღჭურვილია დაბალი ბალისტიკის 100-მმ-იანი იარაღით, რომელიც, ამავე დროს, წარმოადგენს გამშვებ დანადგარს ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისთვის.

რაც შეეხება АК-12-ს, რომელიც ასევე ინდექს 6П70-ითაა ცნობილი, იგი კონცერნ „კალაშნიკოვის“ ავტომატების მე-5 თაობას განეკუთვნება და დამზადდა წინამორბედი მასობრივი მოდელის – АК-74-ის შესაცვლელად, რომელიც უკვე 40-ზე მეტი წელია, შეიარაღებაშია,“ – წერს რუსული გამოცემა.

ახალ ტექნიკასა და შეიარაღებას რუსულ ბაზაზე უკვე მომავალ წელს ელიან.

 

ფოტო: РИА Новости/ გუდაუთის რაიონში მდებარე მე-7 რუსული სამხედრო ბაზა  
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები