LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უპრეცედენტო კატასტროფაა – აშშ-ს პრეზიდენტს სიტყვა საქართველო ერთხელ არ უხსენებია, ეს მსოფლიო რუკიდან გაქრობას გვიქადის: სააკაშვილი

93
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნატოს სამიტს, მსოფლიო ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და აშშ-ს პრეზიდენტის პრესკონფერენციას აფასებს.

სააკაშვილი უპრეცედენტო კატასტროფას უწოდებს იმას, რომ ჯო ბაიდენს სიტყვა საქართველო ერთხელაც არ უხსენებია და რომ ქვეყანას, რუსეთთან მიმართებაში, პრობლემების რიგში საერთოდ აღარ მოიხსენიებენ.

ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, ყოველივე ეს, უახლოეს პერიოდში ქვეყანას მსოფლიო რუკიდან გაქრობას გამოიწვევს.

სააკაშვილი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მმართველმა გუნდმა მალე უნდა დატოვოს ხელისუფლება და პირადად ამის მცდელობით ისე არის დაკავებული, როგორც არასდროს:

“ვადევნებდი თვალყურს ბაიდენის პრესკონფერენციას და საერთოდ, ამ დღეებში გაკეთებულ განცხადებებს.

ის, რაც ხდება, ეს არის სრულიად უპრეცედენტო კატასტროფა საქართველოს საერთაშორისო პოზიციებზე – ერთხელ არ ხსენებულა სიტყვა საქართველო ამერიკის პრეზიდენტის მიერ და საერთოდ აღარ მოიხსენიებენ პრობლემათა რიგში რუსეთთან მიმართებაში. აი ეს არის ყველაზე სახიფათო რაღაც, იმიტომ რომ ეს გვიქადის ჩვენ, მსოფლიო რუკიდან უახლოეს პერიოდში გ ა ქ რ ო ბ ა ს !

საქართველო არა მხოლოდ იცლება ხალხისგან, საქართველო როგორც ქვეყანა გაქრება მსოფლიო რუკიდან, თუ ჩვენ ესენი დროზე არ მოვაშორეთ და მე ამით პირადად ვარ დაკავებული ახლა როგორც არასდროს!

მხოლოდ საქართველოს მტერს და ბრიყვს უნდა უნდოდეს დღევანდელი სიტუაციის შენარჩუნება!

კვირა არ გავიდოდა, რომ საქართველო არ ეხსენებინა ამერიკის პრეზიდენტს, როდესაც მე ვიყავი ხელისუფლებაში.

მოვწონდით, არ მოვწონდით, ყველა შემთხვევაში ვალდებულება იყო, რომ ვეხსენებინეთ იმიტომ, რომ არ ჩამოვდიოდი ეკრანებიდან, ვაკაკუნებდი ყველა კარებზე და ვაწუხებდით ყველას!

ახლანდელი პოლიტიკა არის, რომ არაფერი არ აინტერესებთ, გარდა, პირადი ფულის ქაფვისა და პირადი მუცლისა და გადაყვნენ ამ მუცელს და პრაქტიკულად გაწირეს ჩვენი ქვეყანა!

ეს უნდა დამთავრდეს და დამთავრდება კიდევაც!” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქმიმართვაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები