LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უქმეები ბელგრადში – სერბეთის დედაქალაქის შეყვარებას მხოლოდ ის შეძლებს, ვინც სრულად გაიხსნება მისთვის

belgrad

ცნობილი სერბი მწერალი მილორდ პევიჩი მკითხველს აფრთხილებდა, რომ იმდენ სიამოვნებას მიიღებდა მისი ნაწარმოებების კითხვით, რამდენსაც თავად მოინდომებდა. ზუსტად ასეა მოგზაურობაც, რადგან ბელგრადის – სერბეთის დედაქალაქის შეყვარებას მხოლოდ ის შეძლებს, ვინც სრულად გაიხსნება მისთვის.

ნიკოლა ტელსას მუზეუმი და წმინდა საბას ტაძარი – ბელგრადი მართლაც უნიკალური ქალაქია, რომელიც ოთხ ევროპულ და ახლოაღმოსავლურ კულტურას აერთიანებს, დრო აქ თითქოს განსხვავებულად მიედინება, ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად ნიკოლა ტელსას მუზეუმი ითვლება, რომელმაც როგორც ამბობენ, დროში გადაადგილება შეეძლო, წმინდა საბას ტაძარმა კი, რომელიც თითქმის საუკუნე შენდებოდა, თავისი გრანდიოზულობით ორიგინალი – სტამბოლის აიას-სოფია დაჯაბნა.

ძველი ბელგრადი – ივო ანდრიჩის მოთხრობებში აღწერილ ძველ ქუჩებში, ჯერ კიდევ იგრძნობა იუგოსლავური წარსული. წიგნის მაღაზიები ტურისტების საყვარელ ანტიკვარულ მაღაზიებადაა ქცეული, 1960-იან წლებში გახსნილი კაფეები დღესაც სოციალისტური სიმბოლიკის მოზაიკითაა გაფორმებული, იუგოსლავიის ლიდერის ბროზ ტიტოს მავზოლეუმში კი, უზარმაზარი არანჟერიაა მოწყობილი.

Belgrade Art Hotel – ბელგრადის ცენტრად სეირნეობის მოყვარულთა ქუჩა ითვლება ცენტრალური პარკიდან კალემეგდანის ციხემდე. ქალაქის უკეთ გასაცნობად Belgrade Art Hotel-ში დაჯავშნეთ ნომერი, რომლის პირველ სართულზე მოთავსებულ საკონდიტროში მუდმივად იყრიან თავს სერბული კულტურით მოხიბლული ევროპელები.

ღამის კლუბები – ღამის კლუბში ტაშმაიდანის სტადიონთან ახლოს, მიწისქვეშა დისკოთეკა მეორე მსოფლიო ომის ეპოქის ბუნკერში ეწყობა, სადაც ცნობილმა რეჟისორმა ემირ კუსტურიცამ თავისი „ანდერგრაუნდი“ გადაიღო. ზოგადად, სერბები აქტიურად მიმართავან ძველის განახლების მეთოდს. მაგალითად, ბელგრადის მიტოვებული კინოთეატრის სახურავზე ახალი კინოდარბაზი მოეწყო, სადაც მაყურებელს ავანგარდული სერბული ფილმების ნახვა შეუძლია, ბოჰემური რაიონის – სკადარლიას ლუდის ქარხანაში – კლუბი Scadarmala გაკეთდა, უფუნქციო შაქრის ქარხანაში კი, რეჟისორმა ლუბიშა რისტიჩმა ექსპერიმენტული თეატრი გახსნა.

კაფანა – ვუკა კარაჯიჩის ქუჩაზე მოწყობილ თვითმყოფად კაფანაში (იგივე ბისტროში), რომელმაც თავისი გრანდიოზული პორციებითა და ხელმისაწვდომი ფასებით გაითქვა სახელი, ტრადიციული სერბული წვნიანით –  ჩორბუსით, სტეიკით და უგემრიელესი ფენოვანი ღვეზელით გაგიმასპინძლდებიან, დესერტზე კი, თურქულ ყავასა და ქლიავის ან ყურძნის, მსხლის ან კომშის რაკიას შემოგთავაზებენ, რომელიც ისევე სწრაფად დაგახვევთ თავბრუს, როგორც ბელგრადის არაჩვეულებრივი ხედები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები