LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უქმეებზე დედამიწას ნამდვილი ვარსკვლავთცვენა ელოდება –  ეს სანახაობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვოთ

581
36703150-0-image-a-53-1607641812843

წინ ნამდვილად განსაკუთრებული შაბათ–კვირა გველოდება. ღამის ცას 100–ზე მეტი ფერადი ვარსკვლავი გაანათებს. საოცარი კოსმოსური პარადის ნახვა 4 დეკემბრიდან 17 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელელი და ვარსკვლავების წვიმის სანახავად საუკეთესო ღამე 13 დეკემბერის საღამოდან 14 დეკემბრის დილამდე იქნება.

როგორც „ნასა“ ამბობს, პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფერო ჯადოსნურ სანახაობას შუაღამემდე იხილავს, ხოლო სამხრეთისთვის შოუ შუაღამის შემდეგ დაიწყება.

ვარსკვლავები ყვითელ, ცისფერ, მწვანე და წითელ ფერებში გაბრწყინდებიან და ისინი საათში 78 000 მილი სიჩქარით იმოძრავებენ. მათგან ყველაზე კაშკაშები ყველაზე ნათელ კვალს დატოვებენ.

„ეს იქნება წლის მთავარი შოუ, ამიტომ სიცივის გამო მის ნახვაზე უარი ნამდვილად არ უნდა თქვათ, თუკი სუფთა, გამონაბოლქვის გარეშე ცა გაქვთ, მაშინ მეტეორების წვიმას ყოველ ერთ წუთში დაინახავთ. საოცარი სანახაობა საღამოს 10 საათზე დაიწყება და ლამის მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება“, – დიანა ჰანიკაინენი, ჟურნალი Sky & Telescope–ის რედაქტორი.

„ნასა“ ყველას ურჩევს, რომ ღრუბლიან ამინდშიც არ ჩაიქნიოს ხელი და მეტეორების დანახვა მაინც სცადოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები