LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი ბუჩაში ჩავიდნენ

134
boreli ursula

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი უკრაინაში, ქალაქ ბუჩაში ჩავიდნენ. ინფორმაციას Nexta ავრცელებს.

ბუჩაში მათთან ერთად იმყოფებოდა უკრაინის პრემიერი დენის შმიგალი.

“ეს წარმოუდგენელია, რაც აქ მოხდა. ჩვენ, პუტინის არმიის სასტიკი სახე ვნახეთ”, – განაცხადა ლაიენმა.

“ჩვენ ბუჩას ვესტუმრეთ. მე ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელსა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ედუარდ ჰეგერს რუსი სამხედროების მიერ, უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკე ვაჩვენე.

ჩვენ, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ვმუშაობთ, რათა აგრესორი, რაც შეიძლება მალე შევაჩეროთ”, – წერს სოციალურ ქსელში შმიგალი.

როგორც ცნობილია, ევროპელი ლიდერები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავენ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში