LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შვილმა მამა მოკლა – შსს

225
crime_scene_5c6e4f965d666

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული ს.ც. დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამას – 1954 წელს დაბადებულ გ.ც.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები