LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსაფრთხოების საკითხების დაბალანსება უპირველესია, ისევე, როგორც მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის მცდელობა, რომელიც გაურბის რეპრესიებსა და ომს: კელი დეგნანი

33
კელი დეგნანი

საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა გაზრდილი მიგრაციის საკითხს, აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ეხმიანება და განმარტავს, რომ „ეს ნამდვილად რთული საკითხია და საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება“.

მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია როგორც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინება, ასევე იმ ადამიანების დახმარება, რომლებიც გაურბის რეპრესიებსა და ომს.

„ხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა ზომას იღებს და საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, მიიღოს გადაწყვეტილება საუკეთესო გზის გამოსანახად ამ საკითხის მოსაგვარებლად.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების დაბალანსება, რასაკვირველია, უპირველესია, ისევე, როგორც მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის მცდელობა, რომელიც გაურბის რეპრესიებსა და ომს რუსეთსა და უკრაინაში“, – აღნიშნა ელჩმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები