LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსაფრთხოების შენობის ეზოში ყვითელი ავტობუსები შედიან, კოლონა არ წყდება, ყველამ ვიცით, ვინც შეჰყავთ – რობოკოპები – „სირცხვილიას“ აქტივისტი

84
55332

„სირცხვილიას“ აქტივისტი მარიამ დოლიძე დღეს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ეზოში შექმნილ სიტუაციაზე წერს.

მისი თქმით, უსაფრთხოების შენობის ეზოში ყვითელი ავტობუსების კოლონა არ წყდება.

„ოფისის აივნიდან ვხედავ, როგორ შედიან 2 წუთში ერთხელ უსაფრთხოების შენობის ეზოში ყვითელი ავტობუსები. კოლონა არ წყდება. ყველამ ვიცით, ვინც შეჰყავთ – რობოკოპები და საგანგებო დანიშნულების ძალები, რომლებიც გამოიყენება მასობრივი აქციების დასაშლელად.

მე მაინტერესებს,

მშვიდობინად დაანონსებული აქციისთვის საჭიროა ამ ძალების მობილიზაცია და 5 ივლისს, ძალადობრივად დაანონსებული აქციის პირისპირ, მხოლოდ ჩემდამი კეთილგანწყობილი რამდენიმე პოლიციელის იმედად უნდა ვყოფილიყავი დარჩენილი ამავე ოფისში?!

არსებობს ვინმე, ვისაც სჯერა, რომ ფაშისტებსა და მოძალადეებთან არ მეგობრობთ? ვინმეს სჯერა, რომ თავისუფლებაზე დატოვებული მოძალადე მახარაძესა და მორგოშიასთან არ სიამტკბილობთ? „ქართული ოცნება“

მიმიფურთხებია თითოეული თქვენგანის მუნდირისა და ”ღირსებისათვის”, თუ ამდენს ვერ ხვდებით, ცალკე აღებული, როგორც მოქალაქეები და მერე, როგორც სამართალდამცველები“, – წერს სოციალურ ქსელში მარიამ დოლიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები