LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსაფუძვლო ბრალდების მსხვერპლია – უგულავას საქმეზე დაცვის მხარის მოწმე დაიკითხა (ვიდეო)

170
79671119-1407364272759777-4359112052745175040-n (1)

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავასა და ბიზნესმენ ალექსანდრე გოგოხიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაცვის მხარის მოწმე გამოიკითხა. ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, დავით ბარამიძემ დაადასტურა, რომ გიორგი კაპანაძის ჩვენება, თითქოს გიგი უგულავა ესაუბრებოდა მას რაიმე თანხაზე და მადლობას უხდიდა, არის ტყუილი.

ბასილაიას ინფორმაციით, მომდევნო პროცესებზე ჩვენებას თავად გიგი უგულავაც მისცემს, მანამდე კი სხდომები მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება.

„დავით ბარამიძემ მთელი დღე საკალათბურთო მოედანზე გაატარა გიგი უგულავასთან და გიორგი კაპანაძესთან ერთად. მან ისაუბრა, რომ ყურიც კი არ მოუკრავს, რომ გიგი რაღაცაზე კაპანაძეს ემადლიერებოდა, ან კაპანაძე გიგის რამეში დაეხმარა და ამაზე საუბარი ყოფილიყო, რის შესახებაც კაპანაძე წინა პროცესზე საუბრობდა.ამ საქმეზე გიგი უგულავაც და ალექსანდრე გოგოხიაც დაადასტურებენ, რომ მათი მხრიდან რამე დანაშაულს არ ჰქონია ადგილი”, – განაცხადა ბასილაიამ.

პროკურორის განცხადებით, დაცვის მხარის ჩვენება არანაირ მტკიცებულებას არ წარმოადგენს.

“მოწმის ჩვენება არც არაფერს ადასტურებს და არც უარყოფს. შინაარსობრივად რაიმე მნიშვენლოვან მტკიცებულებას არ წარმოადგენს. რაც შეეხება მთავარ მოწმეს, გიორგი კაპანაძემ დაადასტურა, რომ შეხვედრისას გიგი უგუალავსთან საუბარი იყო ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე”- აცხადებს მიხეილ სადრაძე.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე საბუთების გაყალბებასა და თანხების მითვისებაში ადანაშაულებს. ამ საქმესთან დაკავშირებით უგულავას 9 თვიანი პატიმრობა უკვე მოხდილი აქვს. წინასასამართლო სხდომა 23 დეკემბერს ჩაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები