LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

USAID მოგზაურებს თუშეთში დასვენებას ურჩევს და სასტუმრო „ბილიკს“ აცნობს

183
135783483-5133438340007273-5025549561253019320-o

USAID/Georgia მოგზაურებს ომალოში, სასტუმრობილიკშიდასვენებას ურჩევს. „აპირებთ მოგზაურობას საქართველოში? – ეწვიეთ თუშეთში, სოფელ ზემო ომალოში ნინო ბუჩაიძეს, საოჯახო სასტუმრო „ბილიკი“-ს მფლობელს“ – წერს USAID/Georgia სოციალურ ქსელში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ნინო და მისი მეუღლე ხვიჩა უკვე 3 წელიწადია სტუმრებს თუშეთის სილამაზეს უზიარებენ და ისეთ მომსახურეობასაც სთავაზობენ, როგორებიცაა: საცხენოსნო ტურები და ადგილობრივი სამზარეულოს მასტერკლასი.

USAID-ის მხარდაჭერით, ნინომ და ხვიჩამ ბიზნესი ახალ ეტაპზე აიყვანეს. „USAID ზრდას“ მიერ მიღებული გრანტით საცხენოსნო აღჭურვილობა შეიძინეს, ამჟამად კი ვებგვერდზე მუშაობენ, რაც მათ ბიზნესს უკეთ გააცნობს პოტენციურ ვიზიტორებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

„USAID ამაყობს ნინოს და ხვიჩას მსგავს მეწარმეებთან პარტნიორობით, რომლებიც მსოფლიოს გააცნობენ საქართველოს“, – ამბობენ USAID/Georgia-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები