LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უშგულის მონაკვეთი მსოფლიოში ყველაზე სახიფათო გზებს შორის მოხვდა [ვიდეო]

364

currenttime.tv – მსოფლიოში ყველაზე საშიშ გზებზე, დოკუმენტურ სერიალს ამზადებს. ყოველ ორშაბათს, სერია სხვადასხვა ადგილის სახიფათო გზებს ეძღვნება.

ამ კვირას სერიალის ობიექტივში უშგული მოხვდა. დოკუმენტურ ფილმში ნათქვამია, რომ უშგული ევროპაში ყველაზე მაღალმთიანი სოფელია და გზა რომლითაც ის გარესამყაროს უკავშირდება, ძალიან სახიფათოა.

“6 თვის განმავლობაში სოფელი და მის გარშემო ადგილები თოვლითაა დაფარული. უშგულის მოსახლეობა ზამთარში ყველაფერს მოწყვეტილია. საკვებისა და საჭირო ინვენტარის მიწოდების ერთადერთი გზა, მთებში გადის და ძალიან სახიფათოა. ოლეგი ის ერთადერთი ადამიანია, ვისაც ზამთარში, უშგულში პროდუქტების ატანა შეუძლია. მხოლოდ მას არ ეშინია ზამთარში სახიფათო გზაზე სიარული”, – ნათქვამია ფილმში.

აღსანიშნავია, რომ ლენტეხი-მესტია-უშგულის 100 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია 2016 წელს უნდა დაწყებულიყო და წელს დამთავრებულიყო. თუმცა, 100 მლნ-იანი გზა დასრულებელია. მეტიც, კონკრეტულ მონაკვეთებზე მშენებლობა შეჩერებულია.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები