LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უშგულში, სადაც დღეში ათასზე მეტი ტურისტი ამოდის, ელექტროენერგია კვირაში ორი-სამი დღე მოგვეწოდება!..“

450
mariam-xachvani-news19

რეჟისორი მარიამ ხაჭვანი სოციალურ ქსელში წერს იმ პრობლემების შესახებ, რომელიც უშგულშია შექმნილი. მათ შორის, ყველაზე აქტუალური ელექტროენერგიის პრობლემაა.

გთავაზობთ რეჟისორის სტატუსს:

„მეგობრებო, უშგულში დღეში დაახლოებით ათასიდან ორი ათასამდე ტურისტი ამოდის და დღითი დღე ეს რიცხვი უფრო და უფრო მატულობს.

სამწუხაროდ, ასეთ ტურისტულ სოფელში, როგორიც უშგულია, ელექტროენერგია მოგვეწოდება კვირაში ორი-სამი დღე, ხანდახან ისიც არა. აღარ ვსაუბრობ ადგილობრივ მოსახლეობაზე, რომელსაც განსაკუთრებით ზამთარში მუდმივად აქვთ პრობლემა შუქის, გზის და ა.შ

შეიძლება, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრათ ეს საკითხი?

ვის შეიძლება, რომ მივმართოთ? გთხოვთ,დამაკვალიანეთ !

თუ უშგული მოწყვეტილია ყველაფერს ,მაშინ ამასაც თავისი სახელი დავარქვათ!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები