LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უშუქობის გამო, “ეშმაკის ბორბალზე” 16 ბავშვი, საბაგიროზე კი 5 მგზავრი გაიჭედა

757
1556813950-საბაგირო

ელექტროენერგიის გათიშვის გამო,ქუთაისის პარკის “ეშმაკის ბორბალზე” 16 მოზარდი, ხოლო საბაგიროზე 5 მოქალაქე გაიჭედა, მგზავრები მაქსიმუმ 35 წუთით იყვნენ ვაგონებში გაჭედილი.

ისინი ატრაქციონიდან მაშველებმა ჩამოიყვანეს.

„ყველა მოზარდი უკვე ჩამოყვანილია. არც ერთი მათგანი არ დაშავებულა. ამ დროისთვის კი, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია“, – განუცხადა პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის იმერეთის სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ ჯღამაძემ.

უწყების ცნობით, ქუთაისის გარდა, ელექტროენერგიის გათიშვის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით მსგავსი შემთხვევები არსად დაფიქსირებულა.

თბილისისა და რეგიონების ენერგომომარაგების შეზღუდვა დღეს ელექტროგადამცემი ზახი „იმერეთის“ ავარიულმა გათიშვამ გამოიწვია.

„იმერეთის“ მუშაობა უკვე აღდგენილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები