LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსიტყვო კაპიტულაცია: არ სცნობს ევროპა, ჩაეხუტება პუტინს

227
lukashenko putini

14 სექტემბერს სოჭში ლუკაშენკო-პუტინის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დეტალები მედიისთვის ცნობილი არაა, თუმცა აშკარაა, რომ ბელარუსის 26-წლიანმა მმართველმა, გარანტიები მიიღო.

ლუკაშენკომ მოგვიანებით განაცხადა, რომ პუტინს რამდენიმე სახის იარაღი სთხოვა.

ის ამტკიცებს, რომ აკონტროლებს სიტუაციას როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრების გასწვრივ. თუმცა ქვეყანაში პროტესტი არ წყდება.

“თავისუფლების მარში” – მინსკში, ლუკაშენკოს წინააღმდეგ 200 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა

პროცესის სიმბოლოდ იქცა ბელარუსის ისტორიული თეთრ-წითელი დროშა, რომელსაც დემონსტრანტები და ოპოზიციური ძალები იყენებენ.

ბელარუსის ისტორიული თეთრი წითელი დროსა სახელმწიფოს სიმბოლო მხოლოდ 1991-95 წლებში იყო.

თუმცა ის 1995 წლიდან ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ შეცვალა და ახლა სახელმწიფოს სიმბოლო წითელ, მწვანე და თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი.

მისი მმართველობის გასაპროტესტებლად კი იმ დროშას იყენებენ, რომელიც სწორედ მის გაპრეზიდენტებამდე იყო ბელარუსის სახელმწიფო სიმბოლო.

იმის გამო, რომ თეთრი-წითელი-თეთრი შეფერილობის დროშა საპროტესტო ძალის სიმბოლოდ იქცა, პოლიციელები, მეხანძრეები და ლუკაშენკოს ძალაუფლების მხარდამჭერი პირები მას საჯარო სივრცეებიდან ყოველგვარი ახსნის გარეშე ხსნიან. დემონსტრანტები ფიქრობენ, რომ ამ გზით ცდილობს ხელისუფლება დროშის “აკრძალვას”.

ამის მიუხედავად, მოსახლეობამ მაინც იპოვა გამოსავალი, რომ ისტორიული დროშის ფერები სხვადასხვა ნივთების საშუალებით გამოეყენებინათ და საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ.

 

პროტესტი სახლიდან გაუსვლელად

პროტესტი საქორწინო კაბით

პროტესტი ფერმაში

პროტესტი სარეცხის გაფენისას

 

აღსანიშნავია, რომ ბელარუსი ხალხის მხარდასაჭერად „მთავარი არხის“ ეკრანზე ბელარუსის ისტორიული დროშაა გამოსახული.

რა ბედი ელის ბელარუსს, უკვე ბევრისთვის ნათელია. საუბარია, რომ ბელარუსი და რუსეთი სამხედრო ძალებს გააერთიანებენ. ბელარუსის დამოუკიდებლობა სულ მეტად გახდება კითხვის ნიშნის ქვეშ.

 

საკითხავია, რუსეთის რომელი მეზობელი  გაიზიარებს ბელარუსის ბედს. „ფორტუნა“ ექსპერტ თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა. 

ლუკაშენკომ ფაქტობრივად უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერა ხელი, რა მოჰყვება ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს?

აშკარაა, ბელარუსს არ გამოუვიდა ვარდებისა თუ ნარინჯისფერი რევოლუცია. ბელარუსი სხვა ქვეყანაა, საქართველო სხვა იყო. ამ ყველაფერს მოჰყვება დასავლეთის მხრიდან ლუკაშენკოს კრიტიკა. დასაველთი ბუნებრივია თვალს ვერ დახუჭავდა ადამიანის უფლებათა დარღვევაზე, ამიტომაც გააკრიტიკა. ამ ყველაფრით ლუკაშენკომ გაუშვა შანსი დაებალანსებინა ურთიერთობა დასავლეთსა და რუსეთს შორის. დარჩა მარტო ერთი გზა, პუტინი.

ბელარუსს და რუსეთს ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გააერთიანებს?

დღემდე არსებობდა ბელარუსის ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც ფორმალური იყო. ახლა ამ ორ ქვეყანას შორის ინტეგრაცია უფრო გაღრმავდება. სამწუხაროდ, გაერთიანებისკენ გადაიდგმება ნაბიჯები.

ფაქტობრივად, მსოფლიო ლუკაშენკოს წინააღმდეგია. თავად  კი ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, სხვები რას ამბობენ, მთავარია, რომ არჩევნები კონსტიტუციის ფარგლებში ჩატარდაო. ეს ლუკაშენკოს პოზიციებს რამდენი ხნით გაამყარებს?

ლუკაშენკო, რომელსაც არ სცნობს ევროპა, ჩაეხუტება პუტინს, ესაა რეალობა. მმართველობას კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს.

შესაძლებელია, რუსეთს მადა გაეხსნას და რუსეთმა მოინდომოს ბელარუსის მსგავსად სხვა ქვეყნების დამორჩილება? თქვენი აზრით, ვინ შეიძლება იყოს შემდეგი?

ნებისმიერი რეჟიმი და ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც აღმოაჩნდება ბელარუსის მსგავსი სისუსტე ქვეყანაში, შეიძლება აღმოჩნდეს იგივე სიტუაციაში, რომელშიც ახლა აღმოჩნდა ბელარუსი. გააჩნია ქვეყანა რამდენად სუსტი ან რამდენად ძლიერია.

 

შეგახსენებთ, ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები 9 აგვისტოდან მიმდინარეობს. მიზეზი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გახდა.
არჩევნებზე მთავარი კონკურენტები სვეტლანა ტიხანოვსკაია და მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო იყვნენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ლუკაშენკომ ხმების 80% აიღო, ტიხანოვსკაიამ — 10%.

სკანდალური რეისი ბიზნესინტერესების დასაცავად? – შეუძლია თუ არა ბელარუსს თავისუფლება