LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უვიზოდ კიდევ ერთ ქვეყანაში ვიმოგზაურებთ – „ამერიკის გული” გველის

2830
GGOP-paraguay-argentina-iguazu-falls-traveller-447734437

საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობას კიდევ ერთ ქვეყანაში შეძლებენ – საქართველოსა და პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

როგორც მინისტრებმა აღნიშნეს შეთანხმება ხელს შეუწყობს როგორც ხალხთაშორისი კონტაქტების, ასევე ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველო-პარაგვაის ორმხრივი ურთიერთობები და ასევე ქვეყნების თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში. გამოითქვა დაინტერესება, კიდევ უფრო გაძლიერდეს სავაჭროეკონომიკური კონტაქტები და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა იმ დიდი პოტენციალის გათვალისწინებით, რაც ორივე ქვეყანას გააჩნია ამ მიმართულებით.

პარაგვაი

ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში. სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება არგენტინა, აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ბრაზილი,ა ხოლო ჩრდილო-დასავლეთით ბოლივია. მდებარეობს მდინარე პარაგვაის ორივე ნაპირზე. სამხრეთ ამერიკაში მისი ცენტრალური მდებარეობის გამო მას ხანდახან „ამერიკის გულსაც“ (Corazón de América) უწოდებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები