LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უწმინდესმა კიდევ ერთხელ დაგვანახა რა დამოკიდებულება აქვს ქრისტესთან, მან ტაძრების დაკეტვისკენ კი არა, ლოცვების გაძლიერებისკენ მოგვიწოდა – მამა შალვა

1762
Capture

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის დეკანოზი, მამა შალვა კეკელია საკუთარ “ფეისბუქზე” ვიდეოს ავრცელებს და აცხადებს, რომ კათალიკოს პატრიარქმა, ილი მეორემ, რისკის ქვეშ მყოფ მრევლს სახლში დარჩენისკენ, ხოლო სასულიერო პირებს ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

“ჩვენ სასულიერო პირებს მორჩილება გვევალება, კათალიკოს პატრიარქისა და სინოდის გადაწყვეტილება არის უმთავრესი. სინოდს არ უთვამს ტაძრები დაკეტეთო. პატრიარქი ესაუბრა პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს და იმის შემდეგ ჩვენ, ეკლესიის მრევლი გვაკურთხა მისმა უწმინდესობამ, რომ პირიქით ლოცვისგან თავი კი არ შევიკავოთ, უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ლოცვა. ადამიანებს, რომლებიც რისკის ქვეშ მყოფებიან, პატრიარქმა მოუწოდა, რომ სახლში დარჩნენ, სასულიერო პირებს კი მოგვიწოდა, რომ ტაძრები არ დაიკეტოს და რაც შეიძლება მეტად ვილოცოთ”, – აღნიშნა მან.

მამა შალვა კეკელიას თქმით, ილი მეორე საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ყველა განცხადების თუ გადაწყვეტილების საქმის კურსშია.

“ჩვენ ვისმენდით ზოგიერთი  სასულიერო პირისგან, რომ პატრიარქი ძლიერი არ არის, საპატრიარქოში გადაწყვეტილებებს სხვა ადამიანები იღებენ, მაგრამ ეს ასე არ არის. მე პატრიარქთან ვმსახურობ ამდენი წელი და არც ერთი განცხადება მისი შესწორების გარეშე არ კეთდება, ის არის ამ ეკლესიის ნამდვილად მეთაური და ყველაფრის საქმის კურსშია, მიუხედავად მისი ფიზიკური უძლურებისა, საოცარი სულიერი სიძლიერე აქვს”, – განაცხადა დეკანოზმა.

 

ასევე იხილეთ:

სადაც შესაძლებელია, რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში – პრემიერი

მოწმუნე ვარ, პატრიარქის კურთხევა როგორიც იქნება, ალბათ, მას შევასრულებ – ეზუგბაია

“ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვების გამო – დარჩნენ სახლში” – ილია მეორე

“დღეს ჩვენი ზოგი სასულიერო პირი უფრო დიდ ფანატიზმში და უგნურებაშია, ვიდრე მუსლიმი ფანატიკოსი მოძღვრები” – დეკანოზი ილია ჭიღლაძე