LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების სია ცნობილია

354
sasamartlo

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების სია ცნობილია. სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა დღეს გაასაჯაროვა 144 კანდიდატია დასახელებული. მათ შორის არიან მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები: თამარ ალანია, ნანა აფციაური, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მაკა გველესიანი, მირანდა ერემაძე, შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე, გელა ნიკოლაიშვილი, ნინო სანდოძე, გიორგი ტყავაძე, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, ილონა თოდუა, გიორგი კონდახიშვილი, თამარ ლალიაშვილი, დავით მამისეიშვილი, ლაშა ქოჩიაშვილი, დავით ღიბრაძე, მერაბ ჯორბენაძე, პაატა სილაგაძე, ნინო ქადაგიძე, მარიამ ცისკაძე.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების განაცხადების მიღება 2019 წლის 11 მაისს დაიწყო. ელექტრონული განაცხადების შესავსებად დრო კანდიდატებს 31 მაისამდე ჰქონდათ. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამრთლეების შერჩევა “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ დაიწყო. აღნიშნული კანდიდატები იუსტიციის საბჭომ განსახილველად საქართველოს პარლამენტს უნდა წარუდგინოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები