LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვადამდელი არჩვენების მოთხოვნით აქცია მსვლელობა ივანიშვილის სასახლესთან გაიმართა

73
ვადამდელი არჩევნები - აქცია

სამოქალაქო აქტივისტებმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, რუსთაველის გამზირიდან ბიძინა ივანიშვილის სახლამდე აქცია-მსვლელობა მოაწყვეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტის პარალელურად, სამოქალაქო საზოგადოებას სურს, მათი აქტიურობით დაანახონ პარტნიორებს, რომ საზოგადოებას სურს ხელახალი არჩევნების ჩატარება, თუმცა მმართველი ძალა ხალხის ხმას არ ისმენს.

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მისულ აქტივისტებს პოლიციის კორდონი დახვდათ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების თქმით, პროტესტი ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძელდება.

„მოვედით იმისთვის, რომ ქვეყნის რეალური მმართველისთვის მიგვეწვდინა ხმა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მოგვცა. მათ დაადასტურეს, რომ ის კვლავ ნამდვილი მმართველია ქვეყნის, იცავს პოლიცია რომელიმე ჩვენგანის სახლს? არა. ივანიშვილი არის ფეოდალი, ოლიგარქი და ამას გამოხატავს პოლიციის ეს ქმედებაც”, – აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტები, პარლამენტის მიმდებარედ კარვებში  2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას უკვე რამდენიმე თვეა აპროტესტებენ. მათი მოთხოვნებია – ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები ცესკო-ს ახალი შემადგენლობით, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და შეწყდეს პოლიტიკური დევნა.

პოპულალურები