LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჟა ექიმის მხარდამჭერი აქცია დასრულდა – ოკუპირებული ტერიტორიისკენ თეთრი ხალათი და ბუშტები გაუშვეს

165
78720823-763288714172494-8418447985368629248-n

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია დასრულდა. აქციის ბოლოს ქართველი ექიმის მხარდაჭერის ნიშნად ოჯახის წევრები და აქტივისტები ცოცხალ ჯაჭვში ჩადგნენ. ოჯახის წევრებმა სიმბოლურად თეთრ საჰაერო ბუშტებზე დამაგრებული თეთრი ხალათი ოკუპირებული ტერიტორიებისკენ გაუშვეს.

“აქცია-პერფორმანსი მოვიფიქრეთ ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა ეს არის თეთრი ბუშტები, თეთრი ხალათი და მიმართვა ჩვენი ოსი ექიმებისადმი: “ოსო ექიმებო ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ავადმყოფებზე და მიეცით ამის საშუალება ვაჟა ექიმს”. ჩვენი პატარა პერფორმანსით გვინდა გავუშვათ თეთრი ხალათი, რომ იქნებ გადალახოს მავთულხლართები და ვაჩვენოთ, რომ ექიმებს საზღვრები არ აქვთ, არც მშვიდობიანობის და არც ომიანობის დროს. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა არის თავისუფლება ვაჟა ექიმს, დააბრუნეთ ექიმი სახლში!” – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. მას შემდეგ ის უკანონო პატიმრობაში იმყოფება. 13 დეკემბერს ექიმის სასამართლო სხდომა გაიმართა. ის ისევ პატიმრობაში დატოვეს.

ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს

ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი არ აღიარებს საზღვრის კვეთს ბრალდებას და ამბობს, რომ ქართულ მიწაზე იმყოფება.ექიმი: გაფრინდაშვილი არ აღიარებს “საზღვრის კვეთის” ბრალდებას, ამბობს, რომ ქართულ მიწაზეა.

სასამართლოს გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ “საზღვარს” – ირინა გაფრინდაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები