LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჟა გაფრინდაშვილი ისევ საოკუპაციო ხაზთან მივიდა (ვიდეო)

414
fdbv

ახალი წლის წინა დღეს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ, გათავისუფლებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ისევ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში წავიდა. ვიდეომასალა “რადიო თავისუფლებამ” გაავრცელა. ამჯერად ვაჟა ექიმი მეუღლესთან ერთად იმ თანასაკნელის მოსანახულებლად ჩავიდა, ვისთანაც დაკავებიდან 4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. შოთა ბიძინაშვილი სოფელ ბერშუმის მკვიდრია, რომელიც ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით იყო დაკავებული. ბიძინაშვილის და ქართველი ექიმის შეხვედრა ემოციური აღმოჩნდა. ვაჟა გაფრინდაშვილმა წინასწარ არ გააფრთხილა მეგობარი და მისი სტუმრობაც მოულოდნელი იყო.

ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ მან შოთას სახით გორის რაიონიდან კიდევ ერთი კარგი მეგობარი შეიძინა და ის ამ მეგობრობით ამაყობს.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მადლობის წერილს აქვეყნებს

დე ფაქტო რეჟიმის ყოფილმა პატიმრებმა, ტყვეობის პერიოდი გაიხსენეს. ვაჟა გაფრინდაშვილმა განმარტა, რომ ის პირობები, რაც ცხინვალის იზოლატორში იყო, არაადამიანური და აუტანელი იყო. საკანში არსებული გაუსაძლისი და მძიმე  პირობების შესახებ ისაუბრა შოთა ბიძინაშვილმაც და თქვა, რომ საკანში არც საჭმელი და არც ელემენტარული ჰიგიენური დაცვის საშუალება არ ყოფილა.

“ემოციებით ვარ დატვირთული, მადლობა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი სიტუაცია…” – ვაჟა გაფრინდაშვილის პირველი კომენტარი (ვიდეო)

ბიძინაშვილმა ქართველი ექიმის საკანში შემოყვანის დღე გაიხსენა და იუმორით აღნიშნა, რომ მას გაფრინდაშვილი “შემოგზავნილი” ეგონა, რადგან დაკავებულთა შორის ყველა მწყემსები ან სოფლის გლეხი მოსახლეობა იყო, ვაჟა ექიმს კი ჩაცმულობაზე მწყემსობის არაფერი ეტყობოდა. გორელმა მეგობარმა ისურვა, რომ საქართველოს ბევრი ვაჟა გაფრინდაშვილი ყავდეს.

ქართველმა ექიმმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი, რომელიც მისი დაკავების ადგილიდან მხოლოდ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს და ერთი სოფელიღა აშორებდა, გუშინ ღამესვე დატოვა. სტუმრობის მთავარ მიზეზად კი თქვა, რომ გათავისუფლების დროს მას არ მიეცა საშუალება მოენახულებინა შოთა, ამიტომ დღესასწაულების მისალოცად ოჯახთან ერთად ჩააკითხა.

https://www.facebook.com/radiotavisupleba/videos/596723174208015/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები