LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესის თარიღი ცნობილია

178
ვაჟა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის – ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი, როგორც ცნობილია, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს ჩაინიშნა. ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს. დავით ასათიანის თქმით, სხდომა, როგორც მათ აქვთ ინფორმაცია, პარასკევს – 13 დეკემბერს ჩატარდება.

„ცხინვალის ე.წ სასამართლოს პროგნოზირება ახლა აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რადგან მთელი საერთაშორისო სამართლიდან ამოვარდნილია და ყველა ეს პროცედურა უკანონოა, თუმცა ადვოკატი ჩვენთან კომუნიკაციაშია.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი რადიკალური ზომების მისაღებად ემზადება - ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

"გვესმის სხვადასხვა თანამდებობის პირების დაპირებები, თუმცა ერთი თვის თავზე შედეგი ნული გვაქვს."

როგორც ვიცით, ამ კვირაში სასამართლო პროცესია ჩანიშნული. სავარაუდოდ, სხდომა კვირის ბოლოს, პარასკევს გაიმართება. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს“ ,- აღნიშნა დავით ასათიანმა.

შეგახსენებთ, ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს და შემდეგ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

საოკუპაციო რეჟიმი დაკავებულ ექიმს ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს, რაზეც გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ აღიარებს და შესაბამისად, არც ბრალს აღიარებს.

პოპულალურები