LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვაფრთხილებთ ქართველ პარტნიორებს” – გრიგორი კარასინი

83

რუსეთი ქართველ პარტნიორებს აფრთხილებს. საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგორი კარასინი გაზეთ „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ “თბილისის არამეგობრული ქმედებები საერთაშორისო არენაზე საფრთხის ქვეშ აყენებს 2012 წელს დაწყებული ურთიერთობების ნორმალიზებას“.

„თბილისი ჯერ კიდევ არ მიდის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე, საერთაშორისო არენაზე განაგრძობს ჩვენ საწინააღმდეგო საქმიანობას, მონაწილეობს ნატოს სტრატეგიაში რუსეთის შეკავებაზე. პირდაპირ ვაფრთხილებთ ქართველ პარტნიორებს, რომ ამგვარი ქცევა საფრთხის ქვეშ აყენებს 2012 წელს დაწყებულ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს, რომლის შედეგებითაც ორივე ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ,“ – აღნიშნა გრიგორი კარასინმა.

მისი განცხადებით, საგარეო ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროში პროგრესი აშკარაა.

„ორმხრივი საქონლის ბრუნვა განაგრძობს ზრდას. იანვარი-ივლისის პერიოდში 44%-ით გაიზარდა. ვფიქრობ, 2018 წელს ვაჭრობის მოცულობის რეკორდი გვექნება, რაც 1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს,“ – განაცხადა გრიგორი კარასინმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები