LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაი თქვენს პატრონს! პირველი ადამიანი ვარ, ვინც ბაითს იშენებს მარსზე – სააკაშვილი

524
saak-2SDEwap.width-800

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმიანება, სადაც მის ქონებაზეა საუბარი.

„ვაი თქვენს პატრონს!“ წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში და ხუმრობით ამბობს, რომ არა მხოლოდ მაიამიში, მონაკოში და იტალიაში აქვს უძრავი ქონება, არამედ პირველი ადამიანია, ვინც სახლს მარსზე იშენებს.

“მე სახლები მარტო მაიამიში, მონაკოში და იტალიაში კი არ მაქვს, არამედ მეკუთვნის საერთაშორისო კოსმოსური სადგურის 49% და ახლა პირველი ადამიანი ვარ, ვინც “ბაითს” იშენებს მარსზე. ივანიშვილის მონებო, თქვენ ნამდვილად არსებულ სახლებში უკვე ბოლომდე ჩაგისხეს წყალი თუ როგორაა თქვენი საქმე. ბინძური მოშეს მადლი შეგეწიოთ და ვაი თქვენს პატრონს!” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები