LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახო ჭუმბურიძე პოლიციას მიმართავს – „თუ ვერ დამიცავთ მე და ჩემს არასრულწლოვან შვილს, თავად მომიწევს თავის დაცვა…“

2528
vaxo-jumburidzenews

ვახო ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში არასრულწლოვან შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს და წერს იმ ამბის შესახებ, რომელიც მას და მის ქალიშვილს გადახდათ.

როგორც ვახო აღნიშნავს, მის შვილს აწუხებს სრულწლოვანი, ფსიქოლოგიურ წნეხში ატარებს და სთხოვს, რომ ცოლად გაჰყვეს და მას შემდეგ, რაც მამამ პოლიციას მიაკითხა, კონკრეტული შედეგი ვერ მიიღო.

გთავაზობთ სტატუსს:

„6 ივნისს გავიგე, რომ ჩემს შვილს აწუხებდა ერთი სრულწლოვანი ტიპი, რომელსაც ჰყავდა ფსიქოლოგიურ წნეხში, რომელიც ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით თუ ცოლად არ გაჰყვებოდა 🙂 და ნუ კიდევ ბევრი რამ რაც არ მინდა საჯაროდ გამოვიტანო. (რადგან არ მინდა კიდევ ერთხელ მივაყენო ზიანი ისევ ჩემს შვილს, რომელსაც ნერვული სისტემა დაუზიანდა).

რა გავაკეთე, მე როდესაც ეს ამბავი გავიგე?

დავუკავშირდი მის მშობელს და ვთხოვე შეხვედრა მასთან და მის შვილთან.

დამთანხმდა.

შემდეგ დამირეკა და მითხრა, რომ გაექცა და ვეღარ მოჰყავდა.

კი ბატონო, მაშინ ავირჩევ გზას, რომ სამართლებრივად გავარკვიო საკითხები, რადგან მე ნაღდად არ მაქვს ლანჩხუთში ამის დევნის თავი და შესაბამისად, მივმართავ პოლიციას-თქო.

მეორე დღეს ვისაუბრეთ მისმა “ბიძამ” და მე, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ. ჩვენი საუბრიდან გამომდინარე ამ ადამიანმა ბევრი ბოდიში მიხადა და თავის თავზე აიღო ეს საკითხი, რომ არასდროს ასეთი ამბავი აღარ განმეორდებოდა. ცოტა რთული დასაჯერებელი იყო, მაგრამ ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე ასე დავიშალეთ.

ჩვენი საუბრიდან არ იყო გასული 4 საათი, როდესაც ეს მანიაკი საღამოს დახვდა ჩემს შვილს სადარბაზოსთან ორ თამხლებ პირთან. როგორღაც მოახერხა თინიმ და ამოასწრო სახლში, გულამოვარდნილი, შეშინებული და კრუნჩხვებში.

– გამასწრო

– რა გავაკეთე?

– მეგობრების რჩევით, რომლებიც მოგროვდნენ ამ შემთხვევიდან ძალიან მალე, გამოვიძახეთ პოლიცია და დავიწყეთ სამართლებრივი მოქმედება.

აი, აქ დაიწყო კინოს მთავარი განვითარება.

12 დღეა დავდივართ პოლიციის განყოფილებაში, ვაღამებთ, ვათენებთ, გვართმევენ ჩვენებებს, თინის დაუნიშნეს სამხარაულის ფსიქიატრიული ექსპერტიზა-ეგეც გავაკეთეთ, არის საშინელი ბიუროკრატია. ამ დროს რა ხდება, ეს ტიპი დადის გარეთ არხეინად. ხან მე დამიკომენტარებს რამეს, წაშლის, ხან სხვას მიახტება. თინის კიდევ მისწერა ამ პერიოდში.

შედეგი არის – 0

გადავინაცვლეთ პროკურატურაში მე-11 დღეს 🙂 პროკურორმაც, დაჭერას სავარაუდოდ ვერ შევძლებთო, მაგრამ აკრძალვას გავუკეთებთო, ამ შუამდგომლობით შევალთო. 🙂

ესე გაღიმებული გამოვედით და მეორე დღეს ისევ პოლიციაში დაგვიბარეს, რომ თინი როგორც დაზარალებულად ეცნოთ.

პოლიციის შესასვლელთან დამხვდა ეს ტიპი მომღიმარი ცინიკური სახით. წამის მეასედი დამაკლდა, ალბათ, რომ იქვე ჩამედო მიწაში.

რა თქმა უნდა, ისევ გაიწელა აქ საქმე და სადღაც 3 საათი დავყავით განყოფილებაში, ეს ტიპი სხვა ოთახში ჰყავდათ, სანამ ჩვენს საქმეს ასრულებდნენ.

და რაც მთავარია, როდესაც გარეთ ვიდექით, ეს პიროვნება ფანჯრიდან ხან ტაშს გვიკრავდა ხან გვიღიმოდა – მიზანმიმართული პროვოკაციას ასრულებდა.

ეს ტიპი დღეს დადის ქუჩაში ცინიკური სახით:)

და მე რა გავაკეთე?

ისედაც დასტრესილი ბავშვი ვატარე 12 დღე განყოფილებაში ბებიასთან ერთად, რადგან მე მოწმის სტატუსი მქონდა და ბებია უნდა ყოფილიყო არასრულწლოვანის წარმომადგენელი.

კარგი, გასაგებია, სჭირდება გამოძიებას, ცოტაც გავუძლოთ, მამი და ასე ვამშვიდებდი. და ბოლოს რა მოხდა, მე-12 დღეს ამ ტიპმა შემაცილა პოლიციის განყოფილებაში ღიმილით და ცინიზმით.

ჩემს ერთადერთ შვილს, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს, რომელიც ჩემი გაზრდილია, ამას რომ ერთი ღერი თმა ჩამოუვარდეს, ალბათ ყველა მიხვდება მე რისი გამკეთებელი ვარ.

ამიტომ მე დარწმუნებული არ ვარ ამ ნაბიჭვრის საქციელში, შესაბამისად, რამე რომ მოხდეს და მერე ვინ დამიცავს? :)“

გულის სიღრმეში ნამდვილად არ მქონდა სურვილი და არც არასოდეს არ მექნება ვინმეს დაჭერის ან გამწარების, მაგრამ ეს ყველაფერი გუშინდელმა საქციელმა ჩამიკლა, როდესაც მის ავადმყოფურ გამომეტყველებას და ცინიკურ ღიმილს პირისპირ შევასკდი.

ამ საქმეს მე ასე ვერ დავტოვებ და არც ვიღაც ლანჩხუთელი მანიაკის შიშით ვერ ვაცხოვრებ ჩემს ოჯახს.

ან მოხდება ფაქტების სწორად დალაგება ან ნუ მაშინ მოვითხოვ თქვენს დახმარებას ვისაც როგორ შეგიძლიათ და ვისაც კონკრეტულად ესეთი ტიპის საქმეზე გიმუშავიათ.

(ფსიქოლოგი, ადვოკატი)

PS: რაც შეეხება პოლიციას და გამომძიებლებს, ვერ დავმალავ რამდენად გულთან ახლოს მიიღეს ეს საკითხი და ნამდვილად წუხდნენ გამოძიების მიმდინარეობის დროს – მადლობა ამისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia

თუ თქვენ ვერ დამიცავთ – მომიწევს ჩემით თავის დაცვა და ეს სტატუსიც ბარემ აქ იყოს – წინასწარ საქმის კურსში გაყენებთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები