LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვახოს რომ შეეხნენ, უკვე მკაცრად დასასჯელები არიან, მაგრამ ბავშვისა და ცოლის თვალწინ! ქალებსაც შეეხნენ ხელით!..“

291
nankavaxo

ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმიანება და წერს, რომ ორმაგად მიუღებელია, როდესაც ასეთი ტიპის თავდასხმა მცირეწლოვანის თანდასწრებით ხდება…

ვახო სანაიაზე თავდასხმა განხორციელდა – დაკავებულია 3 პირი

ნანკა კალატოზიშვილი:

„ამ ამბავში მხოლოდ ისიც საკმარისია, რომ ვახოს შეეხნენ, უკვე მკაცრად დასასჯელები არიან, მაგრამ ბავშვისა და ცოლის თვალწინ! ქალებსაც შეეხნენ ხელით! ეს არაკაცები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ!!! არაკაცების  წამქეზებლებო, ერთმა მაინც თუ დაგმეთ ეს საქციელი?!!

ამ თემაზე მოსაზრება გამოაქვეყნა ტელეჟურნალისტმა, „ფორმულას“ წამყვანმა, ელისო ჯარიაშვილმაც:

„ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან კრიტიკულ მედიაზე აგრესიისა და შეტევის პირდაპირი შედეგია! ამის შემდეგ უკვე დიქტატურაა, რომელიც არ გამოვა ამ ქვეყანაში, არაფრით გამოვა!

ვახო სანაია ❤

შენ გვერდით ვართ!“

ჩემ მიმართ, როგორც მედიის წარმომადგენლის მიმართ, ჰქონდათ აგრესია: ვახო სანაია თავდასხმის დეტალებზე საუბრობს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები