LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკის პარკში ისტორიული შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაცია იგეგმება

123
shutterstock-45989680

ვაკის პარკში ისტორიული შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაცია იგეგმება.დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, კასკადის პირვანდელი ისტორიული იერსახე შენარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პროექტი კასკადის პირვანდელი ვერსიის არქიტექტორის მემკვიდრეებთან იქნა განხილული.

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის სრული რეაბილიტაციის პროექტირების შესახებ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე პროექტის ავტორებმა შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციის შესახებ საკუთარი ხედვები და მოსაზრებები წარადგინეს. ამასთანავე, ადგილზე შეკრებილ მოსახლეობას საშუალება მიეცა, პროექტთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია დაეფიქსირებინა.

შეხვედრას გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები და პროექტის ავტორი, კომპანია LMC-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.

თბილისის მერიის ინფორმაციით ვაკის პარკის სრული რეაბილიტაციის და  სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები