LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალენტინობა… საქართველოში უნდა გაატაროთ: თბილისი 5 საუკეთესო მიმართულებაშია

592
7e61e93a002f6d06c79d3c5d9735eff7

ავიაბილეთებისა და სასტუმროების დაჯავშნის ონლაინ-პლატფორმა Tajawal-მა ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით ყველაზე რომანტიული მიმართულებები დაასახელა. მათ შორის არ აღმოჩნდა პარიზი და რომი.

ხუთ საუკეთესოთა შორის მოხვდნენ: მალდივის კუნძულები, ომანი, კვიპროსი, საქართველო და აზერბაიჯანი. პლატფორმის აზრით, ეს ხუთი ქვეყანა შეყვარებულებისთვის ყველაზე არატრივიალური მიმართულებებია.

სერვისის წარმომადგენლები ფოკუსირებული იყვნენ არსებულ ატმოსფეროსა და გართობებზე. მაგ, კვიპროსზე ისინი ურჩევენ მოიძიონ ძველებური ციხესიმაგრეები და „დატკბნენ ჩანჩქერების სილამაზით“, აზერბაიჯანში კი გაისეირნონ მოკირწყლულ ქუჩებში და დაგემოვნონ გემრიელი საკვები.

საქართველოს დედაქალაქი თბილისი სავსეა ისტორიული ღირსშესანიშნაობებით. უნდა ჩაუყვეთ რუსთაველის გამზირს და აღმოაჩინოთ ოპერისა და რუსთაველის თეატრის უმშვენიერესი არქიტექტურა. გამორჩეულია საქართველოს კლიმატი, რადგან კავკასიის მთები და შავი ზღვა ერთმანეთს ერწყმის – წერია ჩვენს შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები