თუ სიყვარულში არ გაგიმართლათ, შეგიძლიათ ვალენტინობის დღე მაინც იზეიმოთ. ამის საშუალებას ავსტრალიის ზოოპარკი გაძლევთ. საქმე იმაშია, რომ ზოოპარკის დამთვალიერებლებს შეუძლიათ ჩაერთონ კონკურსში, რომელშიც, გამარჯვების შემთხვევაში, მათ ბინადარ, ყველაზე შხამიან გველს, თქვენი ყოფილი შეყვარებულის სახელს დაარქმევენ.

 

კონკურსს ერთი გამარჯვებული ეყოლება, თუმცა ინიციატივის განხორციელებამდე, მსურველმა უნდა დაასახელოს მიზეზი, რატომ დამისახურა გველმა მისი ყოფილი შეყვარებულის სახელი და ამასთან, ვისაც კონკურსში მონაწილეობა სურს ავსტრალიის ველური ბუნების ფონდში ფულის გადარიცხვა მოუწევს.

კონკურსის გამარჯვებული ზოოპარკში უფასოდ ვიზიტს მოიგებს და 14 თებერვალს გველთან შეხვედრის საშუალება ექნება.