LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ვალიადოლიდის საერთაშორისო კინოფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა

115
seminci
ესპანეთის ყველაზე მნიშვნელოვან საავტორო კინოს ფესტივალზე წელს საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი.
ქართული რეტროსპექტივა გახსნის ცერემონიალზე რეჟისორმა ქეთი მაჭავარიანმა წარადგინა, რომელიც წელს ფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრია.
სულ ვალიადოლიდის კინოფესტივალზე ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნილ 20-ზე მეტ ქართულ ფილმს აჩვენებენ, დაგეგმილია არაერთი საინტერესო აქტივობა, მათ შორის საზეიმო მიღება, რომელიც საქართველოს მიეძღვნება.
ქართულ ფოკუსს ვალიადოლიდის კინოფესტივალი ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით წარმოადგენს.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები