LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა 2018 წელს 919 მლნ. დოლარი შეიძინეს

76
126181

2018 წელს საქართველოში 739 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ერთეულების გარეშე) ფუნქციონირებდა. საქსტატი ვალუტის გადამცვლელი პუნქტების გამოკვლევის ძირითად შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2018 წლის განმავლობაში ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა მომსახურება გაუწიეს 6,7 მლნ. კლიენტს, საიდანაც 6,6 მლნ. ფიზიკური, ხოლო 20,7 ათასი – იურიდიული პირია. იმ ფიზიკური პირებიდან, რომელთაც გაეწიათ მომსახურება, 83,5 პროცენტი ადგილობრივი, ხოლო დანარჩენი 17,2 პროცენტი – უცხოელია.

რაც შეეხება გადამცვლელი პუნქტების ტერიტორიულ გადანაწილებას, საქსტატის ცნობით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების უდიდესი ნაწილი, 37,6 პროცენტი თბილისშია, 31,3 პროცენტი – აჭარაში, 8,9 პროცენტი იმერეთში, 8,5 პროცენტი ქვემო ქართლში, 3,9 პროცენტი კახეთში, 3,2 პროცენტი სამეგრელო- ზემო სვანეთში, ხოლო 3,7 პროცენტი დანარჩენ რეგიონებშია განთავსებული.

2018 წელს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მთლიანმა ბრუნვამ, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან მიღებული დარიცხული შემოსავალი, დღგ-სა და აქციზის გარეშე, 9,2 მლრდ. ლარი შეადგინა, საიდანაც 53,1 პროცენტი აშშ დოლარზე, 16,7 პროცენტი ევროზე, ხოლო 30,2 პ როცენტი სხვა ვალუტაზე მოდის.

ამასთან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ 2018 წელს შეძენილ იქნა 919 მლნ. აშშ დოლარი და 279,5 მლნ. ევრო. იმავე პერიოდში გაყიდული აშშ დოლარისა და ევროს მოცულობა კი შესაბამისად შეადგენდა 904 და 292,8 მილიონს.

გამოკვლევის შედეგებით, 2018 წელს სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობა (კონვერტირებული ლარში) 38,2 მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 37,4 პროცენტი აშშ დოლარზე, 9,7 პროცენტი ევროზე, ხოლო 52,9 პროცენტი სხვა ვალუტაზე მოდის. ბანკებში არსებული ფულადი სახსრების მთლიანი მოცულობა (1,9 მლნ.) სრულიად ნაწილდება მხოლოდ რეზიდენტ ბანკებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები