LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანესა პარადი ჯონი დეპის გასამხნევებლად შვილებთან ერთად კუნძულზე მიფრინავს

248

ჯონი დეპს ახლა რთული პერიოდი აქვს. ემბერ ჰერდთან დაკავშირებული სკანდალის გადატანას და პრობლემების დაძლევას მსახიობი საკუთარ კუნძულზე ცდილობს, რომელიც 2004 წელს 3.6 მლნ დოლარად შეიძინა.

„კალიფორნიაში დასაბრუნებლად და ახალ სკანდალებთან გასამკლავებლად ჯონი მზად ჯერ არ არის, ამიტომ ლოს-ანჯელესში დაბრუნებას ჯერ არ გეგმავს. მას ძალიან სჭირდება შვილებთან ერთად ყოფნა, რადგან ძალიან უყვარს ისინი. შვილებიც, მამას რომ მძიმე დღეები შეუმსუბუქონ, ბაჰამის კუნძულებზე ჩაფრინდნენ,“ – ამბობს ჯონი დეპის ერთ-ერთი მეგობარი.

ლილი როუზი უკვე მამასთან ერთად არის, რამდენიმე დღეში კუნძულზე ჩაფრინდება დეპის ყოფილი ცოლიც, ვანესა პარადი და 14 წლის შვილი ჯეკი.

ოჯახის თანადგომა მძიმე დღეებში ჯონის ძალიან სჭირდება, მის რეპუტაციას სერიოზული დარტყმა მიაყენა სკანდალმა. ევროპაში დეპის ჯგუფის კონცერტებს ბოიკოტი გამოუცხადეს, ფილმმა კი მისი მონაწილეობით, Alice Through the Looking Glass კინოგაქირავებით მხოლოდ 239 მლნ დოლარი მოიტანა, რაც ამავე ფილმის პირველი ნაწილის მოგების მხოლოდ მეოთხედია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები