LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანო ჯავახიშვილი ძალიან მაგარია-მიხეილ სააკაშვილი “ვანოს შოუზე”

183
BeFunky-collage

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ პოზიციას აფიქსირებს იუმორისტული გადაცემა-“ვანოს შოუსთან” დაკავშირებით. ექს-პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ წამყვანის ხუმრობები ძალიან მოსწონს, განსაკუთრებით კი ის ხუმრობები, რომლებიც მას ეხება:

“ვანო ჯავახიშვილი ძალიან მაგარია და მე ძალიან მომწონს თუ როგორ ხუმრობს, მათ შორის ჩემზე. ნუ ყველას თავისი გემოვნება აქვს და თუ ვინმეს არ მოეწონა, ამ არმოწონების გამოყენება ნაციონალური მოძრაობის ერთგული მხარდამჭერების დასაცინად ან მათზე ზემოდან საყურებლად ყოვლად უღირსი საქციელია. პირველ რიგში ამ ხალხის თავდადებაზე, პატრიოტიზმზე და იდეალიზმზე დგას ნაციონალური მოძრაობაც და ქვეყანაც, ამდენი წელია ისინი განიცდიან შევიწროვებას, დამცირებას, რეპრესიებს და არავისი დასაცინი ნამდვილად არაფერი სჭირთ. მათი გამოცხადება ბელადომანებად და ბნელებად მხოლოდ ამ გამომცხადებლების პირად კომპლექსებზე და არცთუ დიდ ინტელექტზე მეტყველებს. საქმეს მიხედეთ, საქმეს! საქართველოში უნდა გათენდეს!”-წერს სააკაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები