LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანო მერაბიშვილი საქართველოდან მიდის: ჯერ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, შემდეგ მკურნალობის კურსს გაივლის

142
vano

პატიმრობიდან გათავისუფლებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ხვალ დილით პოლონეთში გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, ვანო მერაბიშვილის გვერდზე გავრცელდა.

„ვანო მერაბიშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში, სეიმის ხელმღვანელობის მოწვევით, მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებაში. ამის შემდეგ მერაბიშვილი აპირებს გადაუდებელი მკურნალობის კურსის ჩატარებას.

როგორც ცნობილია, პატიმრობის თითქმის 7 წლის განმავლობაში მას განზრახ არ გაუწიეს სათანადო სამედიცინო მომსახურება. მკურნალობის შემდეგ მერაბიშვილი დაბრუნდება საქართველოში“, –  ვკითხულობთ ყოფილი პრემიერის „ფეისბუქგვერდზე“.

შეგახსენებთ, 6 წლისა და 9 თვის პატიმრობის შემდეგ, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე 20 თებერვალს დატოვა.

 

მერაბიშვილის შესაძლო სამომავლო გეგმებზე ასევე წაიკითხეთ:

მერაბიშვილის 20 თებერვალი – რას შეცვლის ყოფილი პრემიერის ციხიდან გამოსვლა

სამართლიანობისათვის მებრძოლი თუ სისხლიანი რეჟიმის რევანშისტი: როგორ აფასებენ მერაბიშვილის გათავისუფლებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები