LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაპირებთ დავიწყოთ მოლაპარაკებები – პაატა სალია ვალის რესტრუქტურიზაციაზე შეთავაზებას იღებს

156
1563883046-პაატა-სალია-1

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ფინანსთა მინისტრის შეთავაზებას იღებს და მზად არის ვალის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით, ივანე მაჭავარიანთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.

პაატა სალიას განცხადებით “რუსთავი 2-ის” დავალიანების ოდენობიდან გამომდინარე, მისი სწრაფად დაფარვა ვერ მოხდება.

ტელევიზიებმა დავალიანებების გადახდა დაიწყონ დღესვე - ივანე მაჭავარიანი

რუსთავი 2-ის გაყიდვის შემთხვევაში მყიდველმა უნდა იცოდეს რა ოდენობის დავალიანებაზეა საუბარი.

„ფინანსთა მინისტრის შეთავაზება იყო, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მოხდეს გრაფიკის წარმოდგენა, თუ რა სახით შეიძლება დაფარონ ტელეკომპანიებმა საგადასახადო ვალდებულება. ცხადია, რომ სწრაფად ამ ვალების გასტუმრება ვერ მოხერხდება და ძალიან მძიმედ  ტვირთად  დააწვება კომპანიებს. ეს ალბათ ყველას ესმის დღეს. ჩვენ ვაპირებთ უახლოეს დღეებში დავიწყოთ მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან, შემოსავლების სამსახურთან და გამოვნახოთ ყველაზე ეფექტური გზა, რომელიც ტელევიზიას ხელს შეუწყობს რომ ფუნქციონირება გააგრძელოს და არ იყოს რაიმე შეფერხებები ამასთან დაკავშირებით,“-განაცხადა პაატა სალიამ.

ფინანსთა მინისტრმა დღეს ტელეკომპანიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანებები ერიცხებათ, მოუწოდა უწყებას ვალის რესტრუქტურიზაციაზე მიაკითხონ. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, უნდა დასრულდეს ის მანკიერი პრაქტიკა, როდესაც ტელევიზიებსა ვალებს ჩამოაწერდნენ ხოლმე. შესაბამისად, მინისტრის თქმით, ყველა ტელევიზიას მოუწევს დავალიანების დაფარვა. მთავარი წინაპირობა კი ვალის გადანაწილების, მინისტრის განმარტებით, მიმდინარე თვის გადასახადის გადახდა იქნება. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ტელევიზიების მხრიდან აღარ უნდა მოხდეს ახალი ვალების დაგროვება.

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის “რუსთავი 2-ის” დავალიანება 28 მილიონს აღწევს, 19 მილიონია “ტელე იმედის” ვალი, ხოლო იმედის ჰოლდინგში შემავალ “მაესტროს” სახელმწიფო ბიუჯეტის 9 მილიონი ლარი მართებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები