LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინა თებევრლის ბოლოს რომ უნდა შემოსულიყო და რომლისთვისაც მაცივრები გაამზადეს, გზაშია თუ “გადაგდებულები” ვართ? – გიორგი კავკასიძე

157
ვაქცინა გიორგი

პოლიტიკამ გადაფარა კოვიდ-19. არადა ვირუსი არსად წასულა, ამის შესახებ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი კავკასიძე აცხადებს.

„პოლიტიკამ გადაფარა კოვიდ-19. არადა ვირუსი არსად წასულა და ძალიან მალე შეგვახსენებს თავს.
UNICEF -ის ინფორმაციით, საქართელოს კოვიდ-19 – ის საწინააღმდეგო ვაქცინის არც ერთ მწარმოებელთან არ აქვს ხელშეკრულება გაფორმებული.

როგორც სჩანს კოვაქსის იმედად ვართ, რომ რამე გვერგება.

თებევრლის ბოლოს ფაიზერ-ბიონტეკის ვაქცინა რომ უნდა შემოსულიყო, რომლისთვისაც მაცივრები გაამზადეს, გზაშია თუ “გადაგდებულები” ვართ?“, – წერს სოციალურ ქსელში ქართულ-ამერიკული ცენტრის ,,რეპროარტი“ კლინიკური განვითარების მენეჯერი გიორგი კავკასიძე. 

შეგახსენებთ, გუშინ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანა სავარაუდოდ ერთი კვირით გადაიდო.

მეზობელ ქვეყნებს ევროპული ან ამერიკული მედიკამენტით ვაქცინაცია არ დაუწყია – თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რატომ გადაიდო ვაქცინის შემოტანა ერთი კვირით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები