LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაცია ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი ნორმალურ დონეზე შევინარჩუნოთ: თურნავა

54
1

“ვაქცინაცია ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი ნორმალურ დონეზე შევინარჩუნოთ”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა და აღნიშნა, რომ ახლა, ტურისტულ ობიექტებში, ვაქცინაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.

როგორც ნათია თურნავა განმარტავს, თუ ვაქცინაციის ტემპი იქნება ისეთი, როგორსაც  ხელისუფლება ვარაუდობს, ტურიზმი უფრო მეტად აღდგება:

“რა თქმა უნდა, ტურიზმის შეუფერხებლად ფუნქციონირება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა გვქონდეს იმ ნიშნულზე, რასაც ვვარაუდობთ. თუ ვაქცინაციის ტემპი იქნება ისეთი, როგორსაც ჩვენ ვვარაუდობთ, და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, ტურიზმი უფრო მეტად აღდგება. ეს არაა მხოლოდ ჩვენს ნება-სურვილზე დამოკიდებული.

გლობალურად, პანდემია გრძელდება, სხვადასხვა ქვეყანაში შეზღუდვები წესდება. ამიტომ, ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა იმისთვის, რომ რისკები მინიმუმამდე შემცირდეს. ტურიზმი ერთ-ერთი პირველი ინდუსტრიაა, რომელშიც რიგგარეშე, პრიორიტეტულად დავიწყეთ ვაქცინაცია. რამდენადაც ვიცით, ახლა, ტურისტულ ობიექტებში, საკმაოდ მაღალია ვაქცინაციის მაჩვენებელი. ვაქცინაცია ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი ნორმალურ დონეზე შევინარჩუნოთ.” – თქვა თურნავამ.

მსხვილ საწარმოებში ადგილზე ვაქცინაციის ცენტრების მოწყობას განვიხილავთ: თურნავა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები