LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვაქცინაცია მისი დაჟინებული თხოვნა იყო” -102 წლის ემინე ჯორბენაძე “ფაიზერით” აიცრა

99
1

მაღალმთიან აჭარაში, უხუცესი ქალბატონი, 102 წლის ემინე ჯორბენაძე “ფაიზერის” პირველი დოზით აიცრა.

ინფორმაციას და ვაქცინაციის ამსახველ ფოტომასალას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.

როგორც ცენტრში აცხადებენ, პროცესმა ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაიარა და ქალბატონი ემინე თავს კარგად გრძნობს:

“კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მისი დაჟინებული თხოვნა იყო ოჯახის წევრებისა და საკუთარი თავის დასაცავად.” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები