LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაციის ხელშესაწყობად ევროკავშირი და ჯანმო საქართველოსა და 5 ქვეყანას 40 მლნ ევროს გამოუყოფს

83
1613035619-covid-19-vaccine-germany

ევროკავშირი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისი აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში: სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში კოვიდ 19-ის ვაქცინების განაწილებისა და ვაქცინაციის მხარდასაჭერად ერთობლივად იმუშავებენ, – ამის შესახებ ჯანმო-ს ევროპის რეგიონალური ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ახორციელებს. დახმარება მოიცავს COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა ფაზას და ის იქნება ინვესტიცია რუტინული იმუნიზაციის სისტემის გასაძლიერებლად.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის ცნობით, თანხები თავდაპირველად აღნიშნულ ექვს ქვეყანაში მზაობისა და მზადყოფნის ფაზების მხარდაჭერას მოხმარდება, აქცენტი გაკეთდება სტრატეგიულ პროგრამულ სფეროებში მოსალოდნელ საჭიროებებზე, როგორიცაა დაგეგმვა, მოწყობილობები/მასალები, ჯანდაცვის მუშაკების ტრენინგი და საინფორმაციო კამპანიები. ამას კი მოჰყვება ვაქცინების ეფექტური განაწილებისა და ვაქცინაციის მონიტორინგის მხარდაჭერა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, პირველ ეტაპზე დაფინანსება გამოყენებული იქნება ვაქცინისათვის მზადებისა და შემოტანის პროცესის ხელშეწყობისთვის, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტრატეგიულ პროგრამულ მიმართულებებს – დაგეგმვას, მოწყობილობებს/დანადგარებს, ჯანდაცვის პერსონალის ტრენინგებსა და საინფორმაციო კამპანიას:

“პროექტი აგრძელებს ევროკავშირსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის უკვე მიმდინარე თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც ხდება ქვეყნების დახმარება COVID-19 პანდემიასთან გასამკლავებლად. უკვე ხორციელდება €35 მილიონი ევროს ღირებულების „სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“ ინიციატივა, რომელიც პარტნიორ ქვეყნებს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების მოგვარებაში ეხმარება”. – აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები