LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაციის ნელი პროცესი საქართველოში ტურიზმის აღდგენას დააყოვნებს

73
toursits-in-tbilisi-by-alavidze

„ვაქცინაციის ნელი პროცესი ტურიზმის აღდგენას დააყოვნებს“, – აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვაში, რომელიც Galt & Taggart-მა გამოაქვეყნა. ამ ფონზე Galt & Taggart-ში პროგნოზირებენ, რომ 2021 წელს ეკონომიკური ზრდა 3.6%-ის დონეზე იქნება.

„2021 წლის დასაწყისში ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები გვქონდა, თუმცა ვაქცინაციის ნელი პროცესი ტურიზმის აღდგენას დააყოვნებს. შესაბამისად, 2021 წელს ჩვენ ვპროგნოზირებთ 3.6%-იან ეკონომიკურ ზრდას. ამასთან, ხელახალი შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში ზრდა ნაკლები იქნება (ჩვენი შეფასებით, წინა შეზღუდვების შედეგად, ეკონომიკა დღეში 16 მლნ ლარს კარგავდა)”, – განმარტავენ Galt & Taggart-ში.

მათივე ცნობით, 2021 წელს ლარის კურსი დოლარის მიმართ საშუალოდ 3.4-3.5-ის ფარგლებშია მოსალოდნელი (ტურიზმის აღდგენის შემთხვევაში 3.25-3.4).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები