LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაციის შემდგომ, გვერდითი მოვლენები 34 პირს გამოუვლინდა, მათგან 7 მძიმე შემთხვევა იყო: ამირან გამყრელიძე

201
covid-19-vaccine

“ვაქცინაციის შემდგომ, გვერდითი მოვლენები 34 პირს გამოუვლინდა,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა. მისი თქმით,  გამოვლენილი შემთხვევებიდან 7 მძიმე იყო.

„ჩვენთან არის იმუნიზაციის შემდგომი გართულებების და გვერდითი მოვლენების აღნუსხვის შესაბამისი კომიტეტი, დადგენილია შესაბამისი ფორმა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების მიერ ივსება, თუ ასეთი გვერდითი მოვლენა გამოვლინდება. ამ დროისთვის ასეთი გვერდითი მოვლენა ოფიციალურად აღნუსხულია 34, აქედან 7 უფრო მძიმე იყო დანარჩენი ნაკლებად მძიმე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით გავრცელებული მონაცემებით, ქვეყანაში 20 622 ადამიანია აცრილი.

გამყრელიძე: ქვეყანაში აცრილია 20 622 ადამიანი, დღიური მაჩვენებელი კი 1 000-ზე მეტია

 

პოპულალურები