LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაციის წინ არანაირი ანალიზის გაკეთება საჭირო არ არის: ბიძინა კულუმბეგოვი

64
1

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ვაქცინაციის წინ არანაირი ანალიზის გაკეთება საჭირო არ არის. როგორც „რუსთავი2“-ის ეთერში კულუმბეგოვმა განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ ადამიანი ალერგიულია, რეკომენდაცია იქნება, ვაქცინაციის წინა დღეებში თავი შეიკავოს იმ საკვების მიღებისგან, რომლის მიმართაც აქვს გვერდითი მოვლენები.

მისივე განმარტებით, კატეგორიულად მიუღებელია ვაქცინის გაკეთების წინა დღეს ალკოჰოლური სასმელების მიღება, რადგან ალკოჰოლის ზემოქმედება ადამიანის იმუნურ სისტემის ეფექტურობაზე მოქმედებს.

ბოლო 24 საათში, 3 651 აცრა ჩატარდა, ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაცია კი 74 ათასზე მეტმა მოქალაქემ გაიარა

თუ ადამიანს ინდივიდუალური ანამნეზი აქვს, მაგალითად, ნიგოზის ან თხილის მიმართ ალერგიულია, ვაქცინაციის წინა დღეს ნუ მოუწყობს საკუთარ თავს გამოცდას და არ მიირთვას. დანარჩენი, თუ ადამიანს არასოდეს ალერგია არ ჰქონია კვებითი კომპონენტების მიმართ, რაიმე დიეტის დაცვა და შეზღუდვა, იმიტომ რომ ვაქცინაციას იტარებს, არ არსებობს.

რაც შეეხება ალკოჰოლს, ნასვამმა და ნაბახუსევმა ადამიანმა არავითარი წამალიც კი არ უნდა მიიღოს და ვაქცინის წინა დღეს თავი უნდა შეიკავოს ალკოჰოლის მიღებისგან. თრობის პროცესი და ალკოჰოლის ზემოქმედება ცალსახად ადამიანის იმუნურ სისტემის ეფექტურობაზე მოქმედებს.

ამასთან, ბევრი ადამიანს აინტერესებს, საჭიროა თუ არა რაღაც ტიპის ანალიზების გაკეთება, ვაქცინაციის პროცესის წინ არავითარი ანალიზური შეფასება საჭირო არ გახლავთ. ეს არის იმის აუცილებლობა, რომ თქვენ ამის გარეშე არ მიგიშვებენ ვაქცინაციის ცენტრში ან არ გაგიკეთებენ.

როდის გაუკეთდებათ ვაქცინის მეორე დოზა პირველი აცრის შემდეგ დაინფიცირებულ პირებს: იმნაძე განმარტავს

ერთადერთი, თუ ადამიანი რაიმე ქრონიკული დაავადების მატარებელია და ეს დაავადება ან გამწვავებულია ან დიდი ხანია მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ჯობია მკურნალ ექიმს დაეკონტაქტოს, გაიაროს ყველა ასპექტი და ის გადაწყვეტს რაიმე ანალიზი ჭირდება თუ არა. ვაქცინაციის წინ რაიმე ვალდებულება ანალიზების არცერთ ადამიანს არ გააჩნია,” – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა “დღის კურიერში” სტუმრობისას.

ზოგი აცრილი გათამამდა, ეგრე არ არის – აცრის შემდეგ, პირველი ორი კვირა დაცული, პრაქტიკულად, არ ხარ: პაატა იმნაძე

კომპანიები, რომელთა თანამშრომლების 60%-დან 80-%-მდე აცრილი იქნება, ბენეფიტებს მიიღებენ

მედიის წარმომადგენლებს ვაქცინის შერჩევის ფართო შესაძლებლობა და განსაკუთრებული პირობები მიეცემათ: ეკატერინე ტიკარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები