LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინებს შენახვის და მოხმარების წესი აქვს, თუ ზიანი არა მედპერსონალის დაშვებული შეცდომის გამო დადგა, პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს: დიმიტრი ხუნდაძე

57
BeFunky-collage

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით,  საქართველო კოვიდვაქცინას ძალიან მალე მიიღებს, რომელსაც მედპერსონალი და კლინიკები პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს, რადგან ვაქცინებს შენახვისა და მოხმარების წესი აქვს.

“ვასრულებთ პირობას, რომ  პროცესს არ ჩამოვრჩეთ და რაც შეიძლება მალე, ქვეყანაში მაღალი ხარისხის ვაქცინა მივიღოთ, რომელსაც საერთაშორისო აღიარება ექნება. მინდა კიდევ ერთხელ გავამახვილო მედპერსონალის და კლინიკის პასუხისმგებლობაზე ყურადღება,  ამ ვაქცინებს შენახვის და მოხმარების წესი აქვს. თუ ზიანი არა მედპერსონალის დაშვებული შეცდომის გამო დადგა, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას  სახელმწიფო აიღებს”.- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

პარლამენტმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დროულად მისაღებად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო კი ამბობს, რომ ყველა სამკურნალო საშუალებას, რაც მიმოქცევაში იყო, საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებდა და შესაბამისად, ეს კანონი კოვიდვაქცინაზეც უნდა გავრცელდეს.

“ყველა ის სამკურნალო საშუალება, ეს იქნება წამალი თუ ვაქცინა, მათი მიმოქცევა და პასუხისმგებლობა  საქართველოს კანონმდებლობით რეგულირდება. აქამდე ეს ვრცელდებოდა ყველაფერზე, მათ შორის გეგმიურ ვაქცინაციაზე, გარდა კოვიდვაქცინისა, ამიტომ, იგივე ლოგიკით, იგივე პასუხისმგებლობით ეს კანონი კოვიდვაქცინაზე გავრცელდება და  ეს იქნება ცვლილება”.- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

პარლამენტმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დროულად მისაღებად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინიციატივა მეორე მოსმენით დაამტკიცა.

საკანონმდებლო ცვლილებას დეპუტატები დღეს რიგგარეშე სესიაზე დაჩქარებული წესით დაამტკიცებენ. ცნობისთვის, პასუხისმგებლობების გადანაწილება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები