LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე ვარ ეპიდ-კონტაქტი “ქორწილის კლასტერიდან”, თავს ვალდებულად ვთვლი სიცხადე შემოვიტანო სიტუაციაში”

52288
BeFunky-collage (7)

მთავრობის მეთაურის განცხადებას იმის შესახებ, რომ თბი­ლის­ში გა­მარ­თულ­მა ერ­თმა ქორ­წილ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის 5 კლას­ტე­რი შექ­მნა, სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება ის პირი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ ქორ­წილ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

ქორწილმა 5 კლასტერი შეგვიქმნა: რატომ მოუწოდებს პრემიერი მასწავლებლებს სკოლაში არ მივიდნენ

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“მე ვარ ერთ-ერთი ეპიდ-კონტაქტი ე.წ. “ქორწილის კლასტერიდან” ამაზე საჯაროდ საუბარს ამ მოვლენების დასრულებამდე არ ვგეგმავდი, მაგრამ რადგანაც დღეს პრემიერმა ლამის მთლიანად ამ ქორწილს დააბრალა მეორე ტალღის დაწყება (რაზეც ჩვენს ეპიდემიოლოგებს ჯერ არაფერი უთქვამთ, მაგრამ სავარაუდოდ გახარიას სიტყვას არ გადათქვამენ), თავს ვალდებულად ვთვლი, გარკვეული სიცხადე შემოვიტანო სიტუაციაში.
როცა დაინფიცირების პირველი შემთხვევები დადასტურდა, მარინა ეზუგბაიამ ამ ქორწილის აღწერისას ასეთი ფრაზა თქვა: “5 ჯგუფური შემთხვევა გვაქვს ამ 45-ში, ჯგუფური გახლავთ ფართომასშტაბიანი ქორწილიდან თბილისში”
არ გაინტერესებთ ეს “ფართომასშტაბიანი ქორწილი” რამდენ ადამიანს გულისხმობს? 42
42 ადამიანი ვიყავით ქორწილზე და ეს ყოფილა თურმე “ფართომასშტაბიანი” ღონისძიება. ქალბატონ მარინას ჰკითხეთ ერთი, “ქართული ოცნების” მაჟორიტარული სიის წარდგენას რამდენი ადამიანი დაესწრო და იყო თუ არა ესეც ფართომასშტაბიანი ღონისძიება.
რაც შეეხება უშუალოდ ქორწილს ყველანი ვიყავით იზოლირებულ კუპეში, რომლის შესასვლელშიც გავიარეთ დეზობარიერი და გაგვიზომეს სიცხე (ამაზე ვხუმრობდი კიდევაც, აქ რომ სიცხე ამოგიგდოს და სუფრაზე ვერ მოხვდე კაცითქო). მაგიდები განლაგებული იყო ერთმანეთისგან დიდი დაშორებით და თითოეულ სუფრაზე მხოლოდ 6 ადამიანი ვისხედით. ტრადიციული ღრეობის მსგავსი სუფრიდან სუფრაზე სირბილი, განსხვავებულებით ვახტანგურების სმა და უაზრო კოცნა-ლოშნა არ გვქონია. მეტ-ნაკლებად თავშეკავებულად ვიყავით, ზოგადი ეპიდ.სიტუაციიდან გამომდინარე.
ანუ, რა გამოდის: ჩავატარეთ ღონისძიება, რომლის ჩატარების უფლებაც კანონიერად გვქონდა მონიჭებული, რომელიც ექცეოდა სახელმწიფოს მიერ გაცემული ეპიდ. რეკომენდაციების ქვეშ და რომელზეც დამსწრე არც ერთ (!) ადამიანს რაიმე ჩივილი არ აწუხებდა.
სანამ აქ ვიღაცეები ბჭობენ, კორონავირუსის ახალი შემთხვევები მოგონილი რიცხვებია თუ არა, მანამდე ჩემი ყოველი დილა სანათესაოში რეკვით და იმის გარკვევით იწყება, ვინმეს ვირუსი ხომ არ დაუდასტურა ტესტირებამ. ამჟამად ლეჩხუმში მცხოვრები ჩემი ნათესავების უმეტესობა ზუგდიდის კლინიკაში COVID-19-ის დიაგნოზით წევს.
სანამ ვიღაცეები ამ ამბავზე ღლიცინებთ, მანამდე ჩემი დღე რუტინულად საავადმყოფოში გადაყვანილ ნათესავებთან დარეკვით და მათი ამბების გამოკითხვით გრძელდება.
სანამ იმას განიცდით, რომ “ძაან თესლი გულაობები გაიმაზა”, მანამდე მე ჩემი განმეორებითი ანალიზის პასუხებს ველოდები. ჩემ მაგიდაზე მყოფთაგან 3 უახლოესი ნათესავი ახლა ზუგდიდის კლინიკაში წევს (მათგან ერთი ფილტვების ანთებით), 1 პასუხს დღეს ველოდებით და 2 გადავურჩით ვირუსს.

ჰოდა, სანამ ვინმე გამოვა და მორალისტურ პედესტალზე დამხობილი დაიწყებს ღაღადს, იქამდე დაფიქრდეს, რამდენად სრულად და ზუსტად იცავს თვითონ რეკომენდაციებს? რამდენად დაუცველია იმისგან, რომ სრულიად მოულოდნელად დაურეკონ და უთხრან, რომ ეპიდ.კონტაქტია?” – წერს დიმიტრი ლიპარტელიანი.

კარანტინიდან გამოსულ ბიზნესს პულსი ძლივს ესინჯებოდა და უცებ მსგავსი დარტყმა მივიღეთ – ივენთმენეჯერი ანა დათიაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები