LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარძია და უფლისციხე ვიზიტორთა დაშვებას დროებით ზღუდავს

108
124679397-3424994417578237-5626179141547550759-o

ეპიდემიური ვითარების წარმოქმნის რისკის გამო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მის დაქვემდებარებაში მყოფ ვარძიისა და უფლისციხის მუზეუმნაკრძალებზე ვიზიტორთა დაშვებას დროებით ზღუდავს.

დადგენილი რეგულაციების შესრულებისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით, ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს და ტურისტულ კომპანიებს დაგეგმილი ვიზიტებისა და ტურების გადავადებისკენ მოუწოდებს.

„მუზეუმ-ნაკრძალების ადმინისტრაციის თანამშრომელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების რისკის გამორიცხვის შემდეგ, კომპლექსებზე დამთვალიერებელთა მიღება ჩვეულ რეჟიმში განახლდება, რის შესახებ სააგენტო ოფიციალურ განცხადებას გამოაქვეყნებს. თავიდან ავიცილოთ ვირუსის ფართომასშტაბიანი და უკონტროლო გავრცელება“, – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები